national delicacy

რეგულარული ჯგუფური ტურები საქართველოში

  • ID: 5917
  • ნახვები: 7827
complogo
ეგზოტური
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/06/15
    დაბრუნება
    • 13/06/15
დამატებითი ინფორმაცია

კვირა - ჩამოსვლა
შეხვედრა აეროპორტში და ტრანსფერი თბილისის სასტუმროში;

ორშაბათი - ძველი თბილისის საფეხმავლო ტური
10:00 - ექსკურსია იწყება მეტროს სადგურ ავლაბართან. მოვინახულებთ სამების საკათედრო ტაძარს და მეტეხის ეკლესიისა და ხიდის გავლით ვაგრძელებთ ტურს გოგირდოვანი წყლებით სახელგანთქმულ აბანოთუბანში. ექსკურსია გრძელდება ნარიყალას ციხეზე, სადაც მოვხვდებით საბაგირო გზით, გასეირნება შარდენის ქუჩაზე, სადაც უამრავი სუვენირების და საჩუქრების მაღაზიაა. ჩვენ მოვინახულებთ ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან სანახაობებს: სიონის საკათედრო ტაძარს და ანჩისხატის ბაზილიკას; შემდგომ, თავისუფლების მოედნის გავლით გავისეირნებთ ქალაქის ყველაზე მთავარ რუსთაველის ქუჩაზე, სადაც მოგვეცემა საშუალება თვალი შევავლოთ პარლამენტის შენობას და ტურს ვასრულებთ ქაშუეთის ეკლესიის მონახულებით..

სამშაბათი - კახეთი, ღვინის სამშობლო 
09:00 ვიწყებთ მარშუტს განახლებულ ქალაქ სიღნაღისა და ბოდბის მონასტრის მონახულებით. მივემგზავრებით თელავისკენ, გზად შევივლით წინანდალში - ღვინის დეგუსტაცია და ექსკურსია ჭავჭავაძის მუზეუმსა და ღვინის მარანში. თელავის ბაზარზე მცირე გასეირნების შემდეგ ვაგრძელებთ გზას: მოვინახულებთ ცნობილ ალავერდის საკათედრო ტაძარს, იყალთოს აკადემიასა და შუამთის მონასტრის კომპლექსს. ვბრუნდებით თბილისში გომბორის უღელტეხილზე გამავალი გზით.

ოთხშაბათი - კავკასიონის ქედი 
09:00 - ვსტუმრობთ ანანურის ციხე-სიმაგრეს, ალპურ სათხილამურო კურორტ გუდაურსა და ჩავდივართ სტეფანწმინდაში, ფეხით ავდივარათ გერგეთზე, სადაც მთიდან იშლება მშვენიერი ხედი მყინვარწვერზე. დაბრუნება თბილისში.

ხუთშაბათი - მცხეთა და გორი 
09:00 - ქალაქი მცხეთა: ისტორიული და არქიტექტორული კომპლექსი ჯვარი, სვეტიცხოვლის ტაძარი, სამთავროს მონასტერი. ვაგრძელებთ სტუმრობას უფლისციხეში და სტალინის სახლ-მუზეუმში. ვბრუნდებით თბილისში.

პარასკევი - ქუთაისის ტური 
09:00 - გამგზავრება თბილისის სასტუროდან ს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში. ექსკურსია ძველ ქალაქში, ვსტუმრობთ ბაგრატის ტაძარს, გელათის ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსს და მოწამეთას მონასტერს. დაბინავება ქუთისის სასტუმროში.

შაბათი - ოკაცის კანიონი
09:00 - გამგზავრება სოფელ გორდიში ოკაცის კანიონების ბუნებრივი ძეგლის მოსანახულებლად. რომელიც წარმოადგენს ღრმა და ვიწრო ხევს მდინარე ოკაცეს ხეობაში. კანიონის გასწვრივ შეიძლება ვიპოვოთ რამოდენიმე ჩანჩქერი. გამგზავრება და დაბინავება თბილისში.

კვირა - გამგზავრება 
ტრანსფერი აეროპორტში.

 

ტურის ფასი მოიცავს:
- აეროპორტში დახვედრას და გაცილებას;*
- ყველა ექსკურსიას;
- 7 ღამე ტურისტული სტანდარტების სასტუმროებში;
- საუზმეს სასტუმროებში;
- მუზეუმების ბილეთებს;
- საბაგირო გზის ბილეთს;
- გიდის მომსახურებასდ (ინგლისური ან რუსულენოვანი).

*ჩამოსვლა/გამგზავრება ქუთაისის აეროპორტში - სტუმრები, რომლებიც ჩამოდიან ქუთაისის აეროპორტში, იხდიან თბილისში გამგზავრების დამატებით საფასურს: .

დამატებითი პირობები: 
დამატებითი ღამე სასტუმროში: $60 ოთახი საუზმის და გადასახადების ჩათვლით;
ჯიპ-ტური ყაზბეგში: $45 მანქანა საწვავის და მძღოლის ხელფასის ჩათვლით;
ჯომარდობა მდინარე არაგვზე (90 წუთი): $45 ერთი ადამიანი, ტრანსფერების ჩათვლით.
გაერთიანებული  

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ეგზოტური
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/06/15
    დაბრუნება
    • 13/06/15