national delicacy

ჯგუფური ტური კვიპროსის გარშემო!

  • ID: 59581
  • ნახვები: 1674
დამატებითი ინფორმაცია

გთვაზობთ 4 დღიან საექსკურსიო ტურს კვიპროსზე! ♥ 
ტურის დროს მოინახულებთ ♥ აფროდიტეს კონცხს და სიყვარულის ხიდს ♥ მოილოცავთ წმ. ლაზარეს საფლავს ლარნაკაში, ღალიის ქართულ მონასტერს, პაფოსის წმ. გიორგის ტაძარს, კიკოსის ულამაზეს მონასტერს, აია ნაპას ულამაზეს სანაპიროებს... #კვიპროსილარნაკააიანაპაპაფოსილიმასოლი
♥ თარიღი: 7- 8 - 9 -10 მარტი, 2020
ტურის ღირებულება ! 
(*ფასები ცვალებადია და გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინასწარ! )
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 
ტურის მიმართულება: 
7 მარტი (შაბათი)
12:55 საათი - გაფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან (ქართული დროით)
13:25 საათი - ჩაფრენა ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში (კვიპროსის დროით)
(აეროპორტის გზაზე მოვინახულებთ მლაშე ტბაზე მობინადრე ვარდისფერ ფლამინგოებს, რომლებიც აქ მარტის ბოლომდე იზამთრებენ)
14:00-15:00 საათამდე - დაბინავება სასტუმროში 
16:00 საათიდან ვიწყებთ დღის ექსკურსიას და მოვინახულებთ:
✔ ფორტის სასახლე
ფორტი ძველი სასახლის ადგილას ააშენეს ფრანკებმა ლუზინიანების პერიოდში. დღეს აქ მდებარეობს ისტორიული მუზეუმი, სადაც თავმოყრილია არქეოლოგიური აღმოჩენები, ქვები, იარაღი, თიხის ნაკეთობები.
✔ წმინდა ლაზარეს ეკლესია და საფლავი.
მდებარეობს აგიუ ლაზარუს მოედანზე, სანაპიროდან დასავლეთით ორი უბნის მოშორებით. იესოს მიერ მკვდრეთით აღდგენილი ლაზარე, ქალაქის ზეციურ მფარველად ითვლება. ქალაქის ცენტრში, სადაც მისი მეორე სამარხია აღმართეს ეკლესია, რომელიც დღესაც არსებობს. ტაძრის ინტერიერის მთავარ მორთულობას XVIII საუკუნით დათარიღებული მრავალიარუსიანი, მოჩუქურთმებული ხის კანკელი წარმოადგენს. ამ ადგილს დიდ პატივს მიაგებენ მსოფლიოს ქრისტიანული მოსახლეობა: აქ მდებარეობს სამარხი და ლაზარეს წმინდა ნაწილები, ასევე კიტიის ეპისკოპოსის.
✔ თავისუფალი დრო/გასეირნება პალმების ქუჩაზე
ლარნაკას სიმბოლოს წარმოადგენს საფეხმავლო, პალმების ქუჩა (ფინიკუდესი), რომელიც გადაჭიმულია სანაპიროს გასწვრივ ვასილეოსა პავლუს მოედნის სამხრეთით შუასაუკუნეების ციხესიმაგრემდე. გასული საუკუნის ოციან წლებში მერიის ინიციატივით აქ დარგეს პალმების ხეივანი, რისი დამსახურებითაც ქალაქის სანაპირომ მიიღო სახელწოდება.
დაბრუნება სასტუმროში/ღამისთევა
8 მარტი (კვირა):
07:00-08:00 საუზმე
✔ გამგზავრება კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში, სადაც გვხვდება ქართველი მამაო და დავესწრებით ქართულ წირვა-ლოცვას. (ანდრია პირველწოდებულის ტაძარში)
 შემდგომ გავემგზავრებით ღალიის ქართულ მონასტერში
(გზა 2 საათი და 30 წუთი)
✔მონასტრის მოლოცვა, არქეოლოგიური აღმოჩენების გაცნობა.(თქვენ ნახავთ უნიკალურ მასალას და ქართველი წინაპრების კვალს კვიპროსზე)
✔გზად შევივლით და მოვინახულოთ ,,პეტრა ტუ რომიუ" (Πέτρα του Ρωμιού) - აფროდიტეს დაბადების ადგილი და საოცარი ზღვის სანაპირო კვიპროსზე.
საღამოს ჩასვლა პაფოსში/ დასვენება ზღვის სანაპოიროზე/ ღამისთევა პაფოსის სასტუმროში.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 
9 მარტი (ორშაბათი):
✔ 09:00 საათი, საუზმე სასტუმროში. 
გამგზავრება კიკოს მონასტერში, რომელიც მდებარეობს კვიპროსის ულამაზეს მთებში. თქვენ მოილოცათ ლუკა მახარებლის მიერ დაწერილ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს, რომელსაც სახე დაფარული აქვს. (ხატის ისტორიას ადგილზე გაეცნობით)
✔ მაცხოვრის ჯვრის მონასტერი (აქვეა სუვენირების ბაზრობა)
✔გასეირნება აია ნაპას ულამაზეს სანაპიროზე/თავისუფალი დრო
✔ ,,სიყვარულის ხიდი"
დაბრუნება ლარნაკას სასტუმროში/ღამისთევა

10 მარტი (სამშაბათი):
8:00 საუზმე
9:00 - 11:00 საათამდე თავისუფალი დრო
11:20 საათისთვის გამგზავრება ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში.
14:00 საათი - გამოფრენა ქუთაისისკენ (ბერძნული დროით)
18:20 საათი - დაბრუნება ქუთაისის აეროპორტში.
23:00 საათზე დაბრუნება თბილისში

ტურის ღირებულება ! 
(*ფასები ცვალებადია და გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინასწარ! )
ფასში შედის:
✔ ავიაბილეთები ორივე მიმართულებით (ქუთაისი - ლარნაკა - ქუთაისი)
✔ ხელბარგი
✔ 3 * სასტუმრო ლარნაკაში და პაფოსში ქალაქის ცენტრალურ უბანში: 

სასტუმრო ლარნაკაში: https://www.booking.com/hotel/cy/livadhiotis-city.ru.html

სასტუმრო პაფოსში: https://www.sunshine.co.uk/hotels/kings_hotel-2572.html

✔ სასტუმროში განთავსება 2 და 3 ადგილიანი ნომრებში- (მხოლოდ თქვენი მოთხოვნის მიხედვით)
✔ საუზმეები
✔ ქართულენოვანი გიდი/გამყოლი 
✔ სამოგზაურო დაზღვევა

*ფასში არ შედის დარჩენილი ხარჯები:
✔დარჩენილი კვება (სადილი/ვახშამი 8-10 ევრო) 
✔ტრანსფერები (თბილისი-ქუთაისი-თბილისი: 35 ლარი, აეროპორტის ავტობუსით)
✔შიდა გადაადგილება ავტობუსით ( ჯამში  60 ევრო)
✔ მუზეუმის ბილეთები 2 დან 5 ევრომდე (ჯამში 10 ევრო)

ჯგუფში დარჩენილია მხოლოდ 4 ადგილი!
დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:
() ;
()
გვეწვიეთ მისამართზე: პეკინის #25

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა