national delicacy

დღიანი ტური ბაქოში ! - თებერვალი- მარტი

  • ID: 59799
  • ნახვები: 1706
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/11/21
    დაბრუნება
    • 01/03/20
დამატებითი ინფორმაცია

????განახლებული პროგრამით ბაქოს ტურები გრძელდება❗
????მოგზაურობის თარიღი: 28-29 თებერვალი-1 მარტი

კომპანია Traveler GE გთავაზობთ 3 დღიან მოგზაურობას ულამაზეს ბაქოში ????

ბაქო+განჯა+გობუსტანის ნაკრძალი ????????????????
????ნახე ჩვენთან ყველაზე მეტი, ყველაზე კარგი პირობებით, კვალიფიციურ გიდებთან ერთად ❗

????ტურზე სულ არის 3 პაკეტი!

????ტურის ღირებულება- !
ღირებულებაში შედის:
✔ ტრანსპორტირება კომფორტული ავტობუსით
✔ სასტუმრო 3* GM City Hotel
✔ ს ა უ ზ მ ე ❗
✔ ქართულ და რუსულენოვანი გამყოლი
✔ შიდა გადაადგილება
განთავსება მოხდება სასტუმროში 2 ან 3 ადგილიან ნომრებში.

????ტურის ღირებულება- !
ღირებულებაში შედის:
✔ ტრანსპორტირება კომფორტული ავტობუსით
✔ სასტუმრო 4* GM City Hotel
✔ ს ა უ ზ მ ე ❗
✔ შიდა აუზი სასტუმროში
✔ საუნა სასტუმროში
✔ ქართულ და რუსულენოვანი გამყოლი
✔ შიდა გადაადგილება
განთავსება მოხდება სასტუმროში 2 ან 3 ადგილიან ნომრებში.

????ტურის ღირებულება- !
ღირებულებაში შედის:
✔ ტრანსპორტირება კომფორტული ავტობუსით
✔ სასტუმრო 5* GM City Hotel
✔ ს ა უ ზ მ ე ❗
✔ შიდა აუზი სასტუმროში
✔ საუნა სასტუმროში
✔ ქართულ და რუსულენოვანი გამყოლი
✔ შიდა გადაადგილება
განთავსება მოხდება სასტუმროში 2 ან 3 ადგილიან ნომრებში.

ღირებულებაში არ შედის:
❌მუზეუმების და გემის მოსაკრებელი დაახლოებით 70 მანათი. (სტუდენტები მუზეუმებში სარგებლობენ ფასდაკლებით)
❌საღამოს ვახშამი ( შეგიძლიათ სასტუმროში შეუკვეთოთ)

დაგვემგზავრეთ,ჩვენთან ყველა პარასკევი- შაბათი -კვირა ბაქოს დღეებია ????????????????????????????????????????

????️დღე 1:
გავდივართ სასტუმრო რედისონიდან 01:00 საათზე.
1) ჩასვლა და დაბინავება სასტუმროში
2) დასვენება
3) მოვინახულებთ ჰეიდარ ალიევის მუზეუმს, რომელიც ახალი ბაქოს მთავარ ნაწილშია. ალიევის მუზეუმი ახალი ბაქოს მოდერნიზმის სიმბოლო. შენობა ჰეიდარ ალიევის ხელმოწერის ფორმისაა. ცენტრი არის გაყოფილი 2 ნაწილად: 1- საგამოფენო დარბაზები, სადაც გამოფენილია თანამედროვე ხელოვნების სკულპტურები, შენობების მაკეტები, სახალხო მუსიკალური ინსტრუმენტები, თოჯინები და სხვა. 2- კლასიკური მანქანების შეუფასებელი გამოფენა.
4) გასვლა ბულვარში.
5) ხალიჩების მუზეუმი
6) პატარა ვენეცია, გონდოლებით გასეირნება
7) გემით გასეირნება
8 ) ფუნიკულიორი, ხედები ღამის ბაქოზე
9) სასტუმროში დაბრუნება
????️დღე 2:
1) იჩერი-შეჰერი - ძველი ბაქოს ისტორიული ცენტრი. როგორც ბაქოს უძველესი ნაწილი, რომელიც მოიცავს შირვანშაჰების სასახლესა და ქალწულის კოშკს, იჩერი შეჰერი არის პირველი ობიექტი მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
2) ქალწულის კოშკი ან ყიზყალასი (აზერბ. Qız Qalası) — XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ბაქოში. აგებულია სარტყლისებრ განლაგებული ქვის შვერილი რიგების მონაცვლეობით. ნაგებობა ცილინდრული ფორმისაა (სიმაღლე 28 მ, კედლების სისქე საძირკველთან 5 მ, შიგნით დანაწევრებულია 8 იარუსად) - მთელ სიმაღლეზე ებჯინება მასიური შვერილი კედელი (ე. წ. კონტრფონრი). თავდაპირველად იგი ზღვის პირას იყო აგებული, ახლა კი მასსა და ზღვას შორის პროსპექტი და ხეივანი მდებარეობს.
3) შირვანშაჰების სასახლე შუა საუკუნეების აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი. კომპლექსში შედის: სასახლის 2-სართულიანი შენობა (ყველაზე ძველია კომპლექსში), დივანხანე რვაწახნაგა დარბაზით, რომლის 5 წახნაგს ამშვენებს თარებიანი გალერეა (XV საუკუნე), გეგმით სწორკუთხა საძვალე (1435), 2-გუმბათიანი მეჩეთი და მინარეთი (1442) სეიდ იაჰია ბაქუვის მომცრო მავზოლეუმი, აღმოსავლეთის კარი (1585), აბანო.
4) მინიატურული წიგნების მუზეუმი რომელშიც გამოფენილია 5000 ექსპონატი. მუზეუმში ასევე არის ქართულ მინიატურული წიგნების კუთხე
5) დრო კვებისთვის შადრევნების მოედანზე
6) გასვლა მეტროთი ეიდარის სახელობის მეჩეთთან (ყველაზე დიდ მეჩეთთან ამიერ კავკასიაში)

????️დღე 3:
1) 11 საათზე გამოსვლა სასტუმროდან და გასვლა გობუსტანისკენ, რომელიც არის არქეოლოგიური ძეგლების კომპლექსი. 1939-1940 წლებში გობუსტანის მიდამოებში აღმოჩნდა პეტროგლიფები. 1947 წლიდან დაიწყო მათი სისტემატური შესწავლა. კლდეებზე და დიდ ლოდებზე 700-ზე მეტ ადგილას ამოკვეთილია 4000-ზე მეტი კონკრეტული და სილუეტური გამოსახულება (სარიტუალო და საყოფაცხოვრებო სცენები, ნავი და მენავეები, ხარი, თხა, ჯეირანი, ნიამორი, ლომი და სხვა). გამოსახულებათა უძველესი ნიმუშები მეზოლითის და ნეოლითის ხანისაა, უმრავლესობა კი შესრულებულია ბრინჯაოს ხანიდან გვიანდელი შუა საუკუნეებამდე. აღმოჩენილია აგრეთვე ფერწერული გამოსახულებები. გობუსტანში ამოკვეთილია სხვადასხვა დროის წარწერებიც (უმეტესად არაბული). 1948 წელს აღმოჩნდა იმპერატორ დომიციანეს (81-96) დროინდელი ლათინური წარწერა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ აქ ბანაკად იდგა რომაელთა XII ლეგიონის ერთ-ერთი რაზმი.
2) შემდეგ დავიძრებით ქალაქ განჯაში არსებული ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ პარკისკენ (საღამოთი ის განსაკუთრებით ლამაზია)
3) თბილისში დაბრუნება დაახლოებით ღამის 2 საათზე

????️????️????️წამომსვლელთა საყურადღებოდ:
საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი.
◾◾◾◾◾◾◾◾◾◾◾◾◾
დაგვიკავშირდით:
() ;
()
გვეწვიეთ მისამართზე: პეკინის #25

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/11/21
    დაბრუნება
    • 01/03/20
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა