26-28 ივნისს გთვაზობთ სამ დღიან ტურს ულამაზეს ზემო აჭარაში <3 ტური დასრულდება შავ ზღვაში ჭყუმპალაობით
შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 06:10 სთ
გასვლა: 06:20 სთ.
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
ტურის დეტალური აღწერა:
26 ივნისს დილის 6:10 საათზე ვიკრიბებით დიდუბეში, არ ვაგვიანებთ ! 6:20 სთ-ზე გავდივართ თბილისიდან, პირველ რიგში მოვინახულებთ XIV საუკუნეში აგებულ ზარზმის ტაძარს... შემდეგ გოდერძის უღელტეხილისკენ ავიღებთ გეზს... მოვინახულებთ ულამაზეს კურორტ ბეშუმს... ამის მერე დავიძვრებით მწვანე ტბის მიმართულებით. ამ სასიამოვნოთ გავლილი გზის შემდეგ დავბანაკდებით ტბის ნაპირზე <3 სურვილისამებრ ვნახავთ მის სიახლოვეს არსებულ რამოდენიმე ტბას ;) საღამოს დავანთებთ კოცონს და დავისვენებთ, რათა მზად ვიყოთ შემდეგი დღის ლაშქრობისათვის...
27 ივნისს გავემართებით გოდერძისაკენ,საიდანაც დავიწყებთ ფეხტურს იაილებისა (იაილები ზაფხულის საძოვრებია. ყოველი წლის მაისში, ზემო აჭარაში მცხოვრებნი, საკუთარ სახლებს ტოვებენ და საქონელი სამი თვით იაილებში მიჰყავთ) და ულამაზესი ტბების გავლით ხიხანის ციხის მიმართულებით, გზად გავივლით საზაფხულო სოფლებსა და აგარაკებს: თეთრობი, რაქვთა, თხილვანა. დავბანაკდებით ხიხანიც ციხის ასასვლელთან... ამ დღის ფეხით გასავლელი მანძილი 14-კმ... დავისვენებთ, დავანთებთ კოცონს, ვიპიკნიკებთ, აღვიდგენთ დაკარგულ ენერგიას და მოვემზადებით შემდეგი დღისთვის <3
28 ივნისს მოვინახულებთ X-XI საუკუნით დათარიღებულ ხიხანის ციხეს,შემდეგ დავბრუნდებით კარვებში, ავშლით და გავემართებით მიკროავტობუსისაკენ რომელიც ბაკი ბაკოში დაგველოდება... დავიძვრებით XII საუკუნის სხალთის მონასტრის მოსალოცად <3 შემდეგი სანახაობა მახუნცეთის ჩანჩქერი (სიმაღლე 50 მეტრი) და მახუნცეთის ხიდია ( ხიდს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი და მისი სიგრძე 24 მეტრია).
ყველა ამ სანახაობით აღფრთოვანებულნი საღამოს შავ ზღვაში ჭყუმპალაობით განვიტვირთებით და გამოვემართებით მონატრებული დედაქალაქისკენ უამრავი ემოციით დატვირთულნი ;)
პ.ს. საბანაკეზე წყალი გვექნება.
მოსანახულებელი ადგილები:
1 დღე:
1. ზარზმის მონასტერი
2. კურორტი ბეშუმი
3. მწვანე ტბა (სიყოჩაღისას დაემატება ტბები)
2 დღე:
1. გოდერძის უღელტეხილი
2. იაილები
3. ტბები
3 დღე:
1. ხიხანის ციხე
2. სხალთის მონასტერი
3. მახუნცეთის ჩანჩქერი
4. შავი ზღვა (ჭყუმპალაობა)
მარშრუტის სირთულე:
საშუალო
ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში:
22 კმ.
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთნ დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა...
ტურის ღირებულება .
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
პრიმუსი (ცხელი სასმელისთვის)
კარავი, თუ თქვენი არ გაქვთ ჩვენ უზრუნველვყოფთ ♥ თქვენს განთავსებას
ფასში არ შედის:
სამი დღის სამყოფი საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
საძილე
საგებელი...
რა ჩავიცვა?!
სალაშქრო ფეხსაცმელი, მოსახერხებელი ტანსაცმელი,თან იქონიეთ საწვიმარი,გამოსაცვლელი ტანსაცმელი,მზისგან დამცავი კრემი,სალაშქრო ჯოხები...
აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ხიხანის ძირში მდებარე საგუშაგოზე სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა)
ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი