national delicacy

ლაგოდეხის ნაკრძალი: ნინოს ხევის, იგივე გურგენიანის მეტრიანი ჩანჩქერი, მდინარე ნინოს ხევის ხეობა, ივლისს

  • ID: 60693
  • ნახვები: 4137
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/07/21
    დაბრუნება
    • 25/07/21
დამატებითი ინფორმაცია

გადადით ჩვენს ფეისბუკ გვერდზე

დი ჯი ელი გთავზობთ 25 ივლისს  ზაფხულის დაუვიწყარ სალაშქრო - სათავგადასავლო  ერთდღიან ტურს ლაგოდეხის ნაკრძალში‼️
⭕ტურის საფასური: - ‼️

გათამაშდება ერთდღიანი ტური საჩუქრად!
⭕გზად გავივლით და მოვინახულებთ:
✔️ლაგოდეხის ნაკრძალი
✔️ მდ. ნინოს ხევის ხეობა
✔️ნინოს ხევის - იგივე გურგენიანის 40 მეტრიანი ჩანჩქერი
✔️ტურს ვიწყებთ გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან და საცალფეხო ბილიკით მივემართებით მდინარე ,,ნინოს ხევის” პარალელურად.
✔️რამდენიმე ნაბიჯი და თქვენს თვალწინ გადაიშლება ჯადოსნური სანახაობა – 40 მეტრიანი, საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ,,ნინოს ხევის“ ჩანჩქერი, რომლის ხმაურიც იპყრობს არემარეს და სადღაც უცნაურ სამყაროში, თითქოს ახალ განზომილებაში გადაჰყავს მნახველი. შესაძლებელია ჩანჩქერის თავზე მდგარი ჯიხვი ვიხილოთ...
✔️ასევე გზად გვეძლევა შესაძლებლობა შევხვდეთ იშვიათ რელიქტურ მცენარეებს, კერძოდ: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას და სხვა. ასევე შესაძლებელია შეხვედრა შველთან და ირემთან.
ფეხით გასავლელი მანძილია საშუალო სირთულის  8.5კმ ორივე გზა
⭕აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
➡️აუცილებელია გქონდეთ პირბადე!!!
➡️არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!!!
 ➡️არ ვბილწვსიტყვაობთ!!!
 ➡️არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს!!!
 ➡️აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი და გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, ქუდი მზისგან თავდასაცავად
(უამინდობისგან არ ვართ დაზღვეული)
➡️სალაშქრო ჯოხი - სურვილისამებრ.
➡️ ვემორჩილებით გამყოლს!!! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!!
➡️მგზავრობაში შედის:
✔️ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔️ გიდი ჩვენი კომპანიიდან და გიდი-გამყოლი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ცენტრიდან!
✔️თერმოსკრინინგი
✔️სადეზინფექციო ხსნარი
⭕ღირებულებაში არ შედის:
❌კვება! ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები და პიკნიკი მდინარეზე!
   გასვლის დრო: - დილის 7:00 სთ. 
⭕გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
ადგილების დასაჯავშნად რამდენიმე დღით ადრე დაგვიკავშირდით და მოგწერთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, რათა ჩარიცხოთ ტურის საფასური. აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი, ტურის დასახელება და თარიღი . თუ ტურზე ვერ შეძლებთ წამოსვლას ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება. (თანხა ბრუნდება მხოლოდ, ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როცა იძულებულნი ვიქნებით ტური გავაუქმოთ. )
დაგვიკავშირდით ამ ნომრებზე:
-თამარი
-თამარი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/07/21
    დაბრუნება
    • 25/07/21