national delicacy

მოირონინე რაჭა: უძირო ტბა, კატიწვერა

  • ID: 61589
  • ნახვები: 2789
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/09/20
    დაბრუნება
    • 13/09/20
დამატებითი ინფორმაცია

გთავაზობთ სათავგადასავლო ლაშქრობას რაჭაში - უძირო ტბაზე

 შეკრების ადგილი და დრო:
 დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
 შეკრების დრო:
23:40 სთ (პარასკევი)
 გასვლა:
00:00სთ (შაბათი)


 ლოდინის მაქსიმალური დრო:
 გასვლის დროდან 10 წუთი

 მოსანახულებელი ადგილები:
მწვერვალი კატიწვერა;
უძირო ტბა.

 ლაშქრობის დეტალური აღწერა:
პირველ დღეს, გამთენიას მივალთ კურორტ შოვში, ვისაუზმებთ და დავიძვრებით კატიწვერასა და უძირო ტბის მიმართულებით..
გზად გავივლით ულამაზეს ხეობებს ნატრიუმ-კალციუმიან მინერალურ წყაროებს, მრავალფეროვან ტყის მასივებს და მდინარეებს. ტყის მასივიდან გადავალთ ალპურ ზონაში, ულამაზესი სანახაობებით დატვირთული უღელტეხილის გადავლის შემდეგ კი ჩვენს წინ გადაიშლება უძირო ტბა, რომლის ნაპირთანაც დავბანაკდებით, ვისიამოვნებთ ხედებით "ვიჭყუმპალავებთ" და გავერთობით ბოლომდეეე.. ;) მეორე დღეს ავშლით კარვებს და კვლავ ულამაზესი ბილიკებით დავიძვრებით სოფელ გლოლას მიმართულებით, იქიდან კი ემოციებით დატვირთულნი დავბრუნდებით დედაქალაქში.


 მარშრუტის სირთულე:
 საშუალო (წრიული)
ფეხით გასავლელი მანძილი :
პირველი დღე 10 კმ.
მეორე დღე 8 კმ.

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა

 ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება

 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
 თანხა არ ბრუნდება:
 ტურზე გასვლამდე 240 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში. ;)


 ფასში შედის:
 ტრანსპორტირება
 გამყოლი
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
 კარავი, თუ თქვენი არ გაქვთ ჩვენ უზრუნველვყოფთ ♥
 პრიმუსი ცხელი სასმელებისთვის

 ფასში არ შედის:
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად, ვიკვებებით ერთად)
 საძილე
 საგებელი

 გასათვალისწინებელი პირობები:
შესაძლოა იყოს სეტყვა, ნისლი, ქარი, მთის თანმხლებია ეს ყოველი, ამინდის ღმერთები ჩვენ არ ვართ და პრეტენზიები არ მიიღება.
წყალი საბანაკეზე არის.
ასვლისას 1.5 ლ. მარაგი და ჩამოსვლისას 1 ლ. საჭიროა.


 საჭირო აღჭურვილობა:
კარავი, საძილე ტომარა, საგებელი, სალაშქრო ჯოხები, სალაშქრო ფეხსაცმელი, სათვალე, კეპი. მზისგან დამცავი კრემი.

და ბოლოს - არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ კარგი განწყობა ;)


 ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

 ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტია


 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
  გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/09/20
    დაბრუნება
    • 13/09/20