მოსანახულებელი ობიექტები: ანანურის სამონასტრო კომპლექსი, გერგეტის სამება, დარიალის ხეობა, გველეთის ჩანჩქერი;
გადაადგილება კომფორტული მიკრო ავტობუსით/ავტობუსით;
ტურის აღწერა:
07:00 ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ ყაზბეგის მიმართულებით; გზად შევჩერდებით და მოვინახულებთ ანანურის კომპლექსს ( XVI-XVII);
გავჩერდებით მლეთა-გუდაურის გადასეხედთან; დავაგემოვნებთ მინერალურ წყალს;
გერგეტის სამებისკენ ავდივართ ფეხით (ვისაც არ შეუძლია ფეხით სიარული შეუძლია ჯიპით ამოვიდეს, რომლის ღირებულებაც არ შედის მოცემულ თანხაში), ფეხით ავდივართ 6,4კმ; ვბრუნდებით ასევე ფეხით და უკვე ტრანსპორტით გავუყვებით დარიალის ხეობას; მოვინახულებთ გველეთის ჩანჩქერს - რომლისკენაც სავალი ფეხით არის 1,5კმ;
მთლიანი ფეხით სასიარულო მანძილი (გერგეტის სამება, გველეთის ჩანჩქერი) – 16კმ;
მარშუტი არის საშუალო სირთულის;
რეკომენდაციები:
ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი;
წამოიღეთ თქვენთვის სამყოფი საკვები;
წამოიღეთ საწვიმრები ყოველი შემთხვევისთვის;
გაფრთხილება!!!!
ტურის განმავლობაში იკრძალება ალკოჰოლური სასმელის მიღება, ჯგუფის წევრები გადავაადგილდებით ერთად; წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზარორი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას;
ფასი: 2Oლარი;
ტურის ღირეებულებაში შედის:
• გადაადგილება კომფორტული ავტობუსით/მიკროავტობუსით;
• გამყოლი;
თანხას ვრიცხავთ შემდეგ პირად ანგარიშზე: GE59TB8100002, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ როგორც თიბისი ფეის აგრეთვე ფეი ბოქსის აპარატებით;
ჩარიცხვის ბოლო ვადაა პარაკევი 19ივნისი;
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირადში ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 2-306-304
შემოგვიერთდით, ერთად უკეთ გავიცნოთ საკუთარი სამშობლო;