national delicacy

სვანეთის დღიანი ტური აპრილიდან ყველა პარასკევს

  • ID: 62496
  • ნახვები: 868
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/04/21
    დაბრუნება
    • 12/04/21
დამატებითი ინფორმაცია

3 დღიანი ტური სვანეთში მესტია-უშგული-თეთნულდი-ჰეშკილის ქოხები 9-16 და 23 აპრილს
თქვენი თხოვნით ჩვენო მეგობრებო, ჩვენო ძვირფასო ძველო და მომავალო ჩვენო ტურისტებო, მოგზაურობას მონატრებულებო , ,,Diamond Georgia ‘’ გიბრუნდებათ იძულებითი შეჩერებისშემდეგ (პანდემიის გამო ) გაზაფხულის ულამაზესი თვიდან - აპრილიდან ულამაზესი სვანეთის 3 დღიანი ტურებით

ენდეთ ჩვენს 11 წლიან გამოცდილებას, ისარგებლეთ ჩვენი მაღალკვალიფიცირებული მომსახურებით და კმაყოფილი დარჩებით. ,, Diamond Georgia” თქვენი საუკეთესო არჩევანი

გასვლა ყველა პარასკევს 9 , 16 , 23 აპრილი 06:15 ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან
P.S. კომენდანტის საათის მოხსნის შემთხვევაში ტურები დაიწყება შუაღამის 01:00-ზე და დაემატება მოსანახულებელი ადგილები, როგორიცაა : ჰაწვალი -ქორულდის ტბები -ზუგდიდი(დადიანების სასახლე).

ტურის ღირებულება გაწერილია ტურიზმში ახალი რეგულაციების სრული დაცვით .
ტურის თარიღები:

 

9-10-11 აპრილი
 16-17-18 აპრილი
 23-24-25 აპრილი

 

მანძილი: ერთი მიმართულებით 500 კმ.
ღირებულება:

 

1 პერსონა კვების გარეშე --
1 პერსონა საუზმით -- საოჯახო სასტუმროთი ინდივიდუალური სველი წერტილებით
1 პერსონა ორჯერადი კვებით --

ტურის სახეობა: სათავგადასავლო -შემეცნებითი.

ტურის დეტალური აღწერა:

 

1 დღე : თბილისი მესტია - მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი- მარგიანების სახლმუზეუმი (ან ხერგიანების მუზეუმი )-თქვენი სურვილისამებრ, ჰეშკილის ქოხები.

მესტია
მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს .
მარგიანების მუზეუმი,ან ხერგიანების მუზეუმი (სურვილისამებრ)
ჰეშკილის ქოხები-ტრანსპორტირება დელიკებით (დამატებითი ხარჯი- დაახლოებით ჯგუფის წევრების რაოდენობიდან გამომდინარე)
საღამოს მესტიის დათვალიერება
ღამისთევა საოჯახო სასტუმროში , ლუქსის ტიპის ნომრებით, გათბობით,ცხელი წყლით, ინდივიდუალური სველი წერტილებით

2 დღე: თეთნულდი ან უშგული ( თქვენი სურვილისამებრ ) - ორივე შემთხვევაში ტრანსპორტირება დელიკებით ( დამატებითი ხარჯი : თეთნულდი 15- და უშგული 20- ჯგუფის წევრების რაოდენობიდან გამომდინარე)
საუზმე სასტუმროში
სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი (ავდივართ დელიკებით)
სრიალი,ულამაზესი ხედები 16:00 საათამდე.
გასართობი აქტივობები

ან უშგული ევროპაში ყველაზე მაღალ- დასახლებული უშგულის თემი ,თემში შემავალი 4 სოფლით : ჟიბიანი, ჩვიბიანი,ჩაჟაში და ლანჯურისი.
ვნახავთ: სიყვარულის კოშკს, უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ლამარიას ეკლესიას,
გამგზავრება უშგულის მიმართულებით.
გზად, სოფელ იფართან შეგვხვდება ქვაზე აშენებული ე.წ. სიყვარულის კოშკი. კოშკზე ასვლა;
უშგული . ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება.მოვილოცავთ,, ლამარია“-ს, IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სვანეთში, უშგულის თემში.
ეკლესია მდებარეობს სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე. ეკლესიას შემორტყმული აქვს გალავანი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სრულდება სვანური კოშკითა და ორი დამხმარე ნაგებობით. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა. დასავლეთით აქვს სტოა, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის მხირიდან აქვს. ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები, ასევე XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი. ეკლესიის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად ამ სკამზე მოკლეს უშგულის დაპყრობის მსურველი თავადი - ფუთა დადეშქელიანი.
აქვე გექნებათ შესაძლებლობა ისადილოთ და დააგემოვნოთ კუბდარი.

დაბრუნება სასტუმროში
ვახშამი და ღამისთევა საოჯახო სასტუმროში

3 დღე : -მესტია-ლატალი(მაცხვარიშის XI-XII საუკუნის ტაძარი და იენაშის -იოანე წინასწარმეტყველის XII-XIV საუკუნის ტაძარი.)
P.S მეგობრებო !!! სიამოვნებით ავიდოდით ჰაწვალზე(სამთო-სათხილამურო კურორტზე რომ არა კომენდანტის საათი და დროის შეზღუდვა, ვინც გამოცდილია დაგვეთანხმება რომ ბოლო დღეს ჰაწვალის კურორტის მონახულების და სრიალის დამატების შემთხვევაში ვერანაირად ვერ მოესწრება თბილისში დაბრუნება 20:00 საათამდე ), თუკი კომენდანტის საათი მოიხსნება ტური ცოტათი შეიცვლება და განახებთ ბევრად მეტ ადგილსა თუ მუზემუს, ასევე დაემატება ჰაწვალიც

საუზმე საოჯახო სასტუმროში.
გამგზავრება თბილისის მიმართულებით
გზად სოფელ - ,, ლატალი“-ში - მოვინახულებთ მაცხვარიშის (მაცხოვრის) სახელობის ტაძარს და იენაშის(იოანე წინასწარმეტყველის) სახელობის ეკლესიას.

მოვინახულებთ ულამაზეს ენგურის გადასახედს ( თუ დრო საშუალებას მოგვცემს მოვინახულებთ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს

20:00 თბილისი. სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებული დროის შემდეგ დიდი შთაბეჭდილებებითა და ერთმანეთთან დამეგობრების შემდეგ დავემშვიდობებით ერთმანეთს

აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
აუცილებელია გქონდეთ პირბადე!!!
არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!!!
არ ვბილწვსიტყვაობთ!!!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს .
ვემორჩილებით გამყოლს!!! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი ტანსაცმელი !

ტურის ღირებულებაში შედის:

ტრანსპორტირება (მაღალი კლასის მერსედესის ტიპის მიკროავტობუსით)
გამყოლის მომსახურება
განთავსება მესტიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად სასტუმროში (2 ღამით) ლუქსის ტიპის ნომრები ინდივიდუალური სველი წერტილებითა და გათობით. სასტუმროში არის ყველა საუკეთესო პირობა და კარგი გარემო ღირსეულად დასვენებისთვის.
სასტუმროს აქვს დიდი ეზო რომლის გამოყენებაც შეგვიძლია გასართობად .

ღირებულებაში არ შედის:

 მესტიის ეროვნული მუზეუმი -
ხერგიანის მუზეუმი -
მარგიანების კოშკი -
 ჰაწვალის საბაგიროს ბილეთი -
 უშგული (ეთნოგრაფიული მუზეუმი) -

 ჯიპ-ტური სამთო-სათხილამურო კურორტ ,, თეთნულდ“-ზე - ერთ პერსონაზე 15 - (სურვილისამებრ)

ჰეშკილის ქოხების მონახულება დელიკებით (სურვილისამებრ)

ტურის დაწყებამდე მოხდება თითოეული წამოსვლელის,გიდის და ასევე მძღოლის თერმოსკრინინგი.
ტრასპორტში იქნება სადეზინფექციო საშუალება .
ტურის მიმდინარეობისას თან უნდა იქონიოთ პირბადე.

 

ტურის შესაძენად მსურველები დაგვიკავშირდით:

; ; ;

Viber :
Facebook: 


E-mail:
Skype: diamondgeorgia5

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/04/21
    დაბრუნება
    • 12/04/21