national delicacy

თეირანი | ქაშანი | აბიანე | ისპაჰანი | იაზდი | შირაზი |პერსეპოლისი | თეირანი

  • ID: 65437
  • ნახვები: 2358
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/09/24
    დაბრუნება
    • 15/09/24
დამატებითი ინფორმაცია

10 დღიანი დაუვიწყარი ტური ირანში.

 

დღე 1 - თეირანი 

ჩაფრენა თეირანში. ტრანსფერი სასტუმროში . დასვენების შემდეგ თეირანის ჩრდილოეთი ნაწილის დათვალიერება.
სანახავი ადგილები: აზადის კოშკი, ტაბიათის ხიდი, საად აბადის სასახლე, ტრადიციული ტაჯრიშის ბაზარი.
ღამისთევა თეირანში.
 

დღე 2 ნუშაბადი - სოფელი აბიანე - ისპაჰანი

საუზმე სასტუმროში.
გამგზავრება ისპაჰანის მიმართულებით. გზად მოვინახულებთ მიწისქვეშა ქალაქ ნუშაბადს.
ჩამოსვლა ისტორიულ სოფელსი - აბიანე-ში.
სადილის შემდეგ ტრანსფერი ისპაჰანში.
დაბინავება სასტუმროში და ექსკურსია საღამოს ქალაქში მდინარე ზაინდურადის გასწვრივ - მოვინახულებთ ისტორიულ ხიდებს.
ღამისთევა ისპაჰანის სასტუმროში.


დღე 3 - ისპაჰანი
საუზმე სასტუმროში.
საექსკურსიო პროგრამა ისპაჰანში: ნაყშე ჯაჰანის მოედანი (შესულია იუნესკოს დაცულ ტერიტორიებში), ისპაჰანის დიდი ბაზარი, ხალიჩების ბაზარი, შეიხ ლოთფოლას მეჩეთი , შაჰ იმამისა და ალიღაფუს სასახლეები, ჩეჰელ სატუნი , სიოსეპოლი იგივე ალავერდ-ხან უნდილაძის ხიდი, ხაჯუს ხიდი.
ღამისთევა ისპაჰანში
 

დღე 4 ისპაჰანი - შირაზი

საუზმე სასტუმროში.
გამგზავრება შირაზისკენ. ტრანსფერი ძველ ქალაქ პასარგადში, სპარსეთის მეფის კიროს II დიდის საფლავის მონახულება, რომელიც აშენდა ძვ.წ. VI საუკუნეში.
პასარგადი იყო აქემენიდების იმპერიის პირველი დინასტიური დედაქალაქი. შესულია იუნესკოს დაცვის ფონდში.
სადილი. ჩასვლა და განთავსება შირაზის სასტუმროში, საღამოს ქალაქის ტური.
ქარიმხანის ციდატელი.
ღამისთევა შირაზში.
 

დღე 5 შირაზი - მეჰარლუს ტბა( ვარდისფერი ტბა)

საუზმე სასტუმროში.
ვაგრძელებთ შირაზის ქალაქის ექსკურსიას. შაჰ ჩერახის მავზოლეუმი, ვარდისფერი მეჩეთი ნასირ ალ-მულკი, ვექილის კომპლექსი (მეჩეთი და ბაზარი), ერამის ბაღი, ჰაფეზის საფლავი.
ტური შირაზის ბაზარში;
ქალაქის ექსკურსიის შემდეგ კი გავემგზავრებით ვარდისფერი ტბის მოსანახულებლად, რომელიც ქალაქიდან 30 კმ-ში მდებარეობს.
დაბრუნება შირაზში და ღამისთევა სასტუმროში.
 

დღე 6 ნაყშ როსტამი - პერსეპოლისი – შირაზი

საუზმე სასტუმროში.
ექსკურსიის სრული დღე დაეთმობა პერსეპოლისის და ნაყშ როსტამის მონახულებას. (2500 წლის ეპიკური ადგილები შესულია იუნესკოს მიერ დაცული ძეგლების ნუსხაში)
ღამისთევა შირაზის სასტუმროში.

 

დღე 7: ებერკუ – სოფელი Kharanagh – იაზდი

საუზმე სასტუმროში.
გამგზავრება იაზდის მიმართულებით - ჩასვლა ებერკუჰში, 4500 წლის კვიპაროსის მონახულება,
მიტოვებული ქალაქი -ჰარანეგი.
ტრანსფერი იაზდში. სადილი და განთავსება სასტუმროში. ქალაქის ტური.
ღამისთევა იაზდის სასტუმროში.
 

დღე 8 - იაზდი

საუმე სასტუმროში.
იაზდის საექსკურსიო პროგრამა: სიჩუმის კოშკები; წყლის მუზეუმი; ძველი ქალაქი ფაჰადანი; ამირ ჩახმახის მოედანი; იაზდის ბაზარი.
ღამისთევა იაზდში.
 

დღე 9 ნაინი - მეიბოდი - ჩაკ-ჩაკის ტაძარი - ქაშანი

ადრეული საუზმე სასტუმროში.
გამგზავრება ქაშანისკენ - გზად გაჩერება მეიბოდში - თიხის პროვინციაში,
ჩაკ-ჩაკის ცეცხლის ტაძარი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზოროასტრიული სალოცავი.
გაჩერება ნაინში, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.
ჩასვლა ქაშანში. დაბინავება სასტუმროში ქაშანში.
 

დღე 10 ქაშანი - თეირანი

საუზმე სასტუმროში.
ქალაქის ტური.
სადილი ირანულ ოჯახში , ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება.(ღირებულებაში არ შედის)
გამგზავრება თეირანში და დაბინავება აეროპორტის მახლობლად სასტუმროში.
 

დღე 11 გამომგზავრება

ადრიანი ტრანსფერი აეროპორტში. გამომგზავრება.
 

ღირებულებაში შედის:
• ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისი - თეირანი - თბილისი)
• სამოგზაურო დაზღვევა
• ღამისთევა არჩეული კატეგორიის სასტუმროებში საუზმით
• ტრანსფერები სრული ტურის განმავლოვაში.
• სასმელი წყალი ყოველდღიურად
• ჩაი და ყავა გრძელვადიანი შიდა მგზავრობის დროს.
• ინგლისურენოვანი პროფესიონალი ადგილობრივი გიდის მომსახურება.
• ქართულენოვანი გიდის მომსახურება სრული ტურის განმავლობაში.
• შიდა ფრენა (შედის - 20კგ. ბარგი)
• მუზეუმის ბილეთები
• გამოსამშვიდობებელი ვახშამი
• კომფორტული ტრანსპორტი სრული ტურის განმავლობაში.
10-14 კაცზე - საშუალო ზომის ავტობუსი (ტევადობა 30)
15+ კაცზე - ავტობუსი (ტევადობა 40)

ფასში არ შედის:

• სადილი და ვახშამი (20- დღეში)
• პერსონალური ხარჯები

ერთ- ადგილიან ნომერში განთავსებით ტურის ღირებულებას ემატება - 240 $


აუცილებლად გასათვალისწინებელი!!!
* ტურის ბილეთის თანხა ირიცხება წინასწარ .
* თქვენი მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში ბილეთის თანხა უკან არ ბრუნდება !

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე4 400.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/09/24
    დაბრუნება
    • 15/09/24