national delicacy

ჯგუფური ტური იტალიაში

  • ID: 65453
  • ნახვები: 4512
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/09/22
    დაბრუნება
    • 14/09/22
დამატებითი ინფორმაცია

რომი - (ნეაპოლი, პომპეი) – (პიზა) - მონტეკატინი-ტერმე - (სიენა - სან ჯიმინიანო) - ფლორენცია - ვენეტოს რეგიონი - ვენეცია - რომი - ზღვაზე დასვენება

 

მოგზაურობის პერიოდი: 3 – 14 სექტემბერი 

 

რომი / შაბათი 
რომში ჩაფრენა. აეროპორტში პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა. ტრანსფერი და რომის სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში. 

რომი / კვირა 
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. მიმოხილვითი საფეხმავლო ექსკურსია რომში, რომლის განმავლობაშიც შეძლებთ მოინახულოთ მთავარი ღირსშესანიშნაობები: ნავონას მოედანი, პანთეონი, ვენეციის მოედანი, კოლიზეუმი, რომაული ფორუმები. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.
   ! მსურველთათვის დაორგანიზდება ექსკურსია - „ღამის რომი“. 

რომი (ნეაპოლი, პომპეი) / ორშაბათი 
საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო რომში სასეირნოდ. 
  ! მსურველთათვის დაორგანიზდება ნეაპოლი-პომპეის ექსკურსია მთელი დღით. დიდებული ქალაქი პომპეი გაჩუქებთ წარმოუდგენელ შთაბეჭდილებებს და გადაგიყვანთ ძველი რომის ეპოქაში, იქ გაეცნობით მდიდარ ანტიკურობას და პომპეელების ღირსშესანიშნავ ხუროთმოძღვრულ ქმნილებებს, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეებში იყო პოპულარული. ნეაპოლი - პიცა „მარგარიტის“ სამშობლოა, ის მზადდება ხის ღუმელში. ეს ქალაქი ნამდვილი სამოთხეა გურმანებისთვის, აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ უახლესი ზღვის პროდუქტები, რის შემდეგაც გადაიღოთ ფოტოები ვეზუვის ვულკანის და ნეაპოლის ყურის ფონზე. რომში დაბრუნება. ღამისთევა სასტუმროში. 

რომი - პიზა / სამშაბათი 
საუზმე სასტუმროში და ექსკურსია ვატიკანის მუზეუმებში, წმინდა პეტრეს ტაძრის მონახულება. ტოსკანის რეგიონში გადასვლა. 
  ! სურვილის შემთხვევაში დაორგანიზდება დამატებითი ექსკურსია ისტორიულ ქალაქ პიზაში. სასტუმროში განთავსება მონტეკატინი-ტერმის მიდამოებში.ღამისთევა სასტუმროში

ფლორენცია (სიენა - სან ჯიმინიანო) / ოთხშაბათი 
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო მონტეკატინი-ტერმეში. ღამისთევა სასტუმროში.

ფლორენცია - ვენეტოს რეგიონი/ ხუთშაბათი 
საუზმე სასტუმროში. ფლორენციაში გადასვლა. მიმოხილვითი საფეხმავლო ექსკურსია ფლორენციის ისტორიულ ცენტრში გიდის თანხლებით: სინიორიის და პალაცო ვეკოს მოედნები, სატაძრო მოედანი, მარია დელ ფიორეს ტაძარი, სანტა-კროჩეს ტაძარი - ცნობილი ფლორენციელების - მიქელანჯელოს, მაკიაველის, გალილეის აკლდამა. თავისუფალი დრო. 
უფიცის გალერეაში ექსკურსიის შემოთავაზება. დღის მეორე ნახევარში ვენეტოს რეგიონში გადასვლა. თავისუფალი დრო. 
ვენეტოს რეგიონში მდებარე სასტუმროში განთავსება და ღამისთევა. 

ვენეცია / პარასკევი 
სასტუმროში საუზმე. გამგზავრება ვენეციაში. მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში გიდის თანხლებით, სადაც ნახავთ სან მარკოს მოედანს, სან მარკოს ბაზილიკას, კომპანილეს - ვენეციის ყველაზე მაღალ შენობას. არ დაგავიწყდეთ გონდოლებით (ვენეციის ტრანსპორტის ეგზოტიკური სახეობა) გასეირნება, რა დროსაც ჩაეფლობით ვენეციის რესპუბლიკის წარსულში. ფაკულტატურად მოეწყობა ექსკურსიები წმინდა მარკოზის ტაძარსა და წმინდა ლაზარეს კუნძულზე. ღამისთევა სასტუმროში. 

ვენეტოს რეგიონი / შაბათი 
საუზმე სასტუმროში. რომში გადასვლა. სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში. 

რომი / კვირა 
საუზმე სასტუმროში. დღის მეორე ნახევარში ტირენის ზღვის სანაპიროზე, რომის მიდამოებში მდებარე სასტუმროში გადასვლა და იქ განთავსება. ღამისთევა სასტუმროში. 

ორშაბათი / ზღვაზე დასვენება 
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე. ღამისთევა სასტუმროში.
სამშაბათი / ზღვაზე დასვენება 
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე. ღამისთევა სასტუმროში. 

ოთხშაბათი / ზღვაზე დასვენება საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში

 

აუცილებლად გადასახდელი, რომელსაც იხდით ადგილზე
ყურსასმენებით სარგებლობა მთელი მოგზაურობის განმავლობაში - 15 ევრო; _ ვენეციაში: • დიდი არხით გავლა - უკანა გზაზე ჯუდეკის არხზე გასეირნება - 30 ევრო 
ან ჯუდეკის არხით გავლა - უკანა გზაზე ჯუდეკის არხზე გასეირნება - 20 ევრო
სასტუმროს გადასახადები (city tax),

ღირებულებაში შედის: 
ჯგუფური ტრანსფერი: აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი 
3 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება (სასტუმრო არ მდებარეობს რომის ცენტრალურ ნაწილში);
კვება: დილის საუზმე
გადაადგილება კომფორტული ავტობუსით მთელი ტურის განმავლობაში;
გიდი
ექსკურსიები
სამოგზაურო დაზღვევა

ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთები.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/09/22
    დაბრუნება
    • 14/09/22
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა