national delicacy

ჯგუფური ტური ნეპალში

  • ID: 65472
  • ნახვები: 3016
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/09/22
    დაბრუნება
    • 18/09/22
დამატებითი ინფორმაცია

სამოგზაურო პერიოდი: 10-18 სექტემბერი

დღე 1 ( 10 სექტემბერი, 2022)
- გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან
ჩაფრენა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში - უძველესი კულტურისა და იშვიათი ბუნებისა ქალაქში.
ტრანსფერი აეროპორტიდან და სასტუმროში განთავსება.
გაცნობითი ვახშამი. free time. ღამისთევა სასტუმროში.

დღე 2 ( 11 სექტემბერი, 2022)
- საუზმე სასტუმროში.
კატმანდუს ცენტრის გაცნობა:
ტამელი - საფეხმავლო ექსკურსია. სამეფო სასახლე-მუზეუმი ნარაიან-ჰიტი. ველო-რიქშებით ფრიკ-სტრიტამდე (ჰიპების ქუჩა). სამეფო მოედანი. ცოცხალი ღმერთი კუმარი და მისი კოშკი.
სადილი ტამელზე „Northfield café” – ნაციონალურ-ფოლკლორული ლაივ-კონცერტი.
free time. ღამისთევა სასტუმროში.

დღე 3 ( 12 სექტემბერი, 2022)
- საუზმე სასტუმროში
ექსკურსია ნეპალის ძველ დედაქალაქ პატანში (ლალიტპური). სამეფო მოედანი და მისი ღირსშესანიშნაობანი.
მიკრო-ავტობუსით გამგზავრება კიდევ ერთ ძველ დედაქალაქ ბჰაკტაპურში (ხელოსნების ქალაქი).
სადილი.
დაბრუნება კატმანდუში.
free time. ღამისთევა სასტუმროში.

დღე 4 ( 13 სექტემბერი, 2022)

- საუზმე სასტუმროში.
მაიმუნების სასახლე – 365 საფეხურიანი ბუდისტური კომპლექსი სვაიამბუტნატჰი, რომლის მოსანახულებლად მთელი მსოფლიოდან მოედიანებიან ადამიანები, რათა შეასრულონ მაგიური ასვლა კიბეზე სასურველი სურვილის ჩაფიქრების პარალელურად, რომელსაც ბუდისტური განმარტებით 13 მილიარდჯერ მეტი ძალა აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას ჩაფიქრებულ სურვილს. (ტრანსპორტირება მიკროავტობუსით).

ინდუისტური ტაძრის კომპლექსი - პაშუპატინატი (კრემაციის თეატრი), რომელიც მდებარეობს წმ. მდინარე ბაგმატის ნაპირას. ტაძარი ეძღვნება შივას ერთ- ერთ ინკარნაციას - პაშუპატის (ცხოველების მფარველი). კომპლექსის ტერიტორიაზე მდინარეში ტარდება რიტუალური განბანვა და კრემაცია.
ბოდნატჰი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მაღალი ბუდისტური ტაძარი - ბუდა-სტუპა (ბუდისტური კომპლექსი)
სადილი.
free time. ღამისთევა სასტუმროში.

დღე 5 – ( 14 სექტემბერი, 2022)

საუზმე სასტუმროში.
საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.
გადაფრენა შიდა რეისით ქალაქ პოკჰარაში.
დაბინავება სასტუმროში.
ნავებით სეირნობა ფევას ტბაზე.
ინდუისტური მონასტერი კუნძულზე.
სადილი - კაფე-ბარი “პარადისო” – ლაივ-კონცერტი.
free time. ღამისთევა სასტუმროში.

დღე 6 ( 15 სექტემბერი, 2022)

საუზმე სასტუმროში
პოკჰარას ღირსშესანიშნაობების დათვალიერება:
მსოფლიოს მშვიდობის სტუპა და შივას ახალგახსნილი სალოცავი (ტრანსპორტიება მიკრო-ავტობუსით).
სადილი.
free time. ღამისთევა სასტუმროში.

დღე 7 ( 16 სექტემბერი, 2022)
საუზმე სასტუმროში
09:00 სარანგკოტი - პარაპლანერისტების გადმოსაფრენი პლაცი. (ტრანსპორტირება ავტობუსით)
სადილი.
free time. საღამოს - ღია კაფე “Freedom” - ცოცხალი კონცერტი.
ღამისთევა სასტუმროში

დღე 8 ( 17 სექტემბერი, 2022)

საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.
შუადღის ფრენა პოკჰარადან კატმანდუში.
თავისუფალი დრო კატმანდუში.
გამოსამშვიდობებელი ვახშამი რესტორანში.

დღე 9 ( 18 სექტემბერი, 2022)

საუზმე სასტუმროში.
ტრანსფერი აეროპორტში და გამომგზავრება.

ტურის ღირებულება: + ავიაბილეთი

ღირებულებაში შედის:

-  სამოგზაურო დაზღვევა
-  გამყოლი - გიდი კომპანიიდან.
-  ადგილობრივი გიდების მომსახურება.
-  ტრანსფერები და შიდა გადაადგილება პრივატ ტრანსპორტით სრული ტურის განმავლობაში.
-  ღამისთევები 4* სასტუმროში საუზმით, კატმანდუში და პოხარაში.
-  შიდა ფრენის ბილეთი ,,კატმანდუ-პოხარა-კატმანდუ“
-  ნავით გასეირნება პოხარაში ფევას ტბაზე.
-  ტურში ჩამოთვლილი ყველა მუზეუმის შესასვლელი ბილეთები და მოსაკრებლები.
-  გაცნობითი ვახშამი პირველ დღეს
-  გამოსამშვიდობებელი ვახშამი რესტორანში მერვე დღეს.

ღირებულებაში არ შედის:

- ავიაბილეთის საფასური ,, თბილისი - კატმანდუ - თბილისი“ ( დუბაის გავლით)

- ნეპალის ვიზის მოსაკრებელი 15 დღის განმავლობაში ( 30 აშშ დოლარი)
-  სადილები და ვახშმები ( გაცნობითი და გამოსამშვიდობებელი ვახშმის გარდა)
-  დამატებითი აქტივობები ( პარაპლანით ფრენა ,ველოსიპედიოს დაქირავება, სპილოთი გასეირნება და სხვა რაც არ წერია ტურის ჩამონათვალში)
-  პირადი ხარჯი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/09/22
    დაბრუნება
    • 18/09/22