national delicacy

სალონიკი - მეტეორას მონასტრები - კუნძული კერკირა

  • ID: 65934
  • ნახვები: 3023
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/04/23
    დაბრუნება
    • 13/04/23
დამატებითი ინფორმაცია

სალონიკი - მეტეორას მონასტრები - კუნძული კერკირა

6 აპრილი
- ჩამოსვლა სალონიკის აეროპორტში
ტრანსფერი აეროპორტიდან.

დღის გეგმა: ქალაქის ტური.
სალონიკი საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქია.ის ჩვენს ერამდე 315 წელს დაარსდა და სახელი თესალონიკი ალექსანდრე მაკედონელის დის პატივსაცემად დაერქვა.
ტრიუმფალური თაღი “კამარა”. აგებულია 305 წელს რომის იმპერატორის მიერ სპარსელებზე გამარჯვების აღსანიშნავად.
როტონდა - შენობა იმპერატორ გალერეის დროს აშენდა და მავზოლეუმის ფუნქცია უნდა ჰქონოდა. მოგვიანებით ის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიად გადაკეთდა , ხოლო თურქების ბატონობის დროს მეჩეთი იყო.
დღეს რომაული როტონდა მუზეუმად ფუნქციონირებს, სადაც ტურისტებს საშუალება აქვთ დატკბნენ უნიკალური მოზაიკებითა და იშვიათი ფრესკებით.
* წმ დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი, მიწისქვეშა მუზეუმი.
* თეთრი კოშკი - სალონიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი. დღეს აქ ბიზანტიის მუზეუმია განთავსებული. თავდაპირველად კოშკი თურქების მიერ აშენდა, როგორც თავდაცვითი ნაგებობა. 1912 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ კი საბერძნეთის მფლობელობაში გადავიდა და ქალაქის სიმბოლო გახდა.მისი სიმაღლე 27 მეტრია.
* არქეოლოგიური მუზეუმი
ბიზანტიური კულტურის მუზეუმი
სალონიკის პორტი
არისტოტელეს მოედანი - მოედანზე არისტოტელეს ქანდაკება დგას, ადგილობრივ მოსახლეობას კი სჯერა, რომ თუ არისტოტელეს ცერა თითს შეეხებიან და სურვილს ჩაიფიქრებენ , აუცილებლად აუსრულდებათ.
დაბინავება სასტუმროში.
დასვენება.

7 აპრილი - საუზმე სასტუმროში.
გამგზავრება სუროტში - წმინდა იოანე მახარებლის მონასტერი. მამა პაისიას საფლავი.
უკანა გზაზე მოვინახულებთ - აგია ანასტასიას მონასტერს.
დაბრუნება სალონიკში. თავისუფალი საღამო. ქალაქში გასეირნება.

8 აპრილი - გამგზავრება მეტეორას მონასტრებში, გზად მოვინახულებთ წმინდა პარასკევას მონასტერს. ღამისთევა კალამპაკაში, მეტეორას მონასტერთან.

9 აპრილი - დილაადრიანად მოვინახულებთ მეტეორას მონასტრებს, დაახლოებით 3-4 მონასტერს, რამდენსაც მოვასწრებთ. მონასტრების მოლოცვის შემდეგ გამგზავრება კორფუში. გემით გადასვლა კუნძულზე.
თავისუფალი საღამოს გავისეირნებთ კორფუზე. ღამისთევა კორფუს სასტუმროში.

10 აპრილი - პროგრამა კორფუზე: ძველი ქალაქი კერკირა, სპიანადას მოედანი,
ლისტონის ქუჩა, წმინდა მიქაელისა და წმ. გიორგის სასახლე.
წმ. სპირიდონის ტაძარი ;
წმ. პარასკევას მონასტერი; პანტოკრატორის მონასტერი (კამარელა);
ღამისთევა კორფუში.

11 აპრილი - თავისუფალი დრო კუნძულ კორფუზე, შუადღემდე. 15:00 გამომგზავრება სალონიკში. ღამისთევა სალონიკში.

12 აპრილი - სალონიკი.
აია სოფიას ტაძარი -აგებულია VIII საუკუნეში. ეს არის სტამბოლში მდებარე აია სოფიას ზუსტი ასლი.
ანოპოლის უბანი,რომელიც 1917 წლის ხანძარს გადაურჩა და ნათელ წარმოდგენას იძლევა ძველი სალონიკის შესახებ.
რომაული აგორა - ქალაქის ეკონომიკურ, სავაჭრო და საზოგადოებრივ ცენტრს წარმოადგენდა მეხუთე საუკუნეში. აქ განთავსებული იყო საჯარო შენობები, ოდეონის კონსერვატორია, აბანოები, მაღაზიები და გალერეები
ღამისთევა სასტუმროში.

13 აპრილი
გამთენიას ტრანსფერი აეროპორტში. გამომგზავრება.

ტურის ღირებულება: + ავიაბილეთი

ღირებულებაში შედის:
• სამოგზაურო დაზღვევა
• გიდის მომსახურება
• ინდივიდუალური ტრანსფერი ჯგუფისთვის მთელი ტურის განმავლობაში
• 4* სასტუმროები ტურის მიხედვით (სალონიკში, კალამბაკაში, კერკირა)
• კვება: საუზმე 
• პარომის ბილეთები

ღირებულებაში არ შედის:
• ავიაბილეთი: ქუთაისი -სალონიკი -ქუთაისი
• ტრანსფერი თბილისი - ქუთაისი - თბილისი
• სამუზეუმო მოსაკრებლები
• სადილები და ვახშმები
• მეტეორას მონასტრების გადასახადი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/04/23
    დაბრუნება
    • 13/04/23
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა