1 დღე - ჩაფრენა ათენის საერთაშორისო აეროპორტში - ტრანსფერი სასტუმროში. დაბინავება დაგასეირნება ღამის ათენში. ღამისთევა სასტუმროში.
2 დღე - ქალაქის ტური
პირველი ნაწილი მანქანით:
- სინტაგმას მოედანი - ათენის ცენტრალური მოედნი და სინტაგმას მეტროსადგური, რომელიც შედის მსოფლიოს ყველაზე უცნაური მეტროსადგურების რიცხვში, ფაქტიურად ეს არის პატარა არქეოლოგიური მუზეუმი თავისი უნიკალური ექსპონატებით.
- პარლამენტის შენობა - ძველი სამეფო სასახლე.
- პანათენაიკოსის სტადიონი
- ათენის ტრილოგია: ათენის უნივერსიტეტის შენობა, მეცნიერებათა აკადემია, ათენის ბიბლიოთეკა.
- ტურს გავაგრძელებთ დიდებული აკროპოლისის მონახულებით,
- ქალაქის ძველი ნაწილი (საფეხმავლო ექსკურსია) - პლაკას ტერიტორიას, ვნახავთ ჰეფესტოს ტაძარს, ძველ ათენურ და რომაულ აგორას, ქარების კოშკს, ადრიანეს ბიბლიოთეკას, კაპნიკარეასის ეკლესიას, მონასტირაკის მოედანს, ადრიანეს თაღს და ზევსის ტაძარს.
ლანჩის შემდეგ - შუადღე მიწურულს გავემგზავრებით სუნიონის კონცხისკენ.
მოვინახულებთ ანტიკური საბერძნეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ციხე-სიმაგრეს, ბასტიონს და 2500 წლის წინ აგებული პოესიდონის უმშვენიერესს ტაძარს.
მოვისმენთ არაერთ საინტერესო მითსა თუ ამბავს, მათ შორის - თუ რა კავშირი აქვს კოლხ მედეას მეფე ეგევსთან, რომლის სახელიც სწორედ ამ კონცხთან დაკავშირებული ტრაგიკული ისტორიიდან ეწოდა ეგეოსის ზღვას
- მზის ჩასვლას შევხვდებით პოსეიდონის ტაძართან,
ადგილი, სადაც მზის ჩასვლისას ყველა ფერის ერთად ხილვაა შესაძლებელი
გზად მოვინახულებთ - ვულიაგმენის რადონის ტბას და ვივახშმებთ ერთ -ერთ საუკეთესო რესტორანში
სასტუმროში დაბრუნება და ღამისთევა.
დაბრუნება სასტუმროში, ღამისთევა სასტუმროში.
3 დღე - სასტუმროდან მოგვცემენ საუზმის ლანჩ-ბოქსებს და ადრიანად გავემგზავრებით კრუიზში. ( არ შედის ფასში, შესაძლებელია ეს დღე დავტოვოთ თავისუფალიც, სურვილის შემთხვევაში)
მოვინახულებთ სამ კუნძულს.
• ეგინა - კუნძული მდიდარი და უძველესი ისტორიით. ოდესღაც, მრავალი საუკუნის წინ, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძლიერიო კუნძული მთელ საბერძნეთში - სახელმწიფო სახელმწიფოში. ეწეოდა ვაჭრობას, იჭრებოდა საკუთარი მონეტა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ეგინა იქცა სხვა კუნძულების მსგავსად ჩვეულებრივ კუნძულად.
• პოროსი - პოსეიდონის უჩვეულოდ ლამაზი პატარა კუნძული, ლიმონის ბაღებითა და ფიჭვის კორომებით, კრამიტით გადაფარული თეთრი კოპწია სახლებით. პოსეიდონის ტაძრის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი.
• იდრა - არც ისე ძველია როგორც წინა ორი კუნძული, ცნობები იდრას შესახებ ჩნდება მე-15 საუკუნიდან, თუმცა, სწორედ აქ შეიგრძნობთ ძველი საბერძნეთის მთელ სიდიადეს.
ღამისთევა სასტუმროში.
4 დღე - საუზმე სასტუმროში. ნომრებს დავცლით და ბარგს დავტოვებთ სასტუმროში. თავისუფალი დღე.
საღამოს ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტში. გამოფრენა.
ტურის ღირებულება:
P.S. ავია ბილეთების შეძენა ხდება წინასწარ!
ღირებულებაში შედის:
o სამოგზაურო დაზღვევა
o ტრანსფერი ( აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი)
o 3* სასტუმრო ქალაქის ცენტრში საუზმით
o გიდის მომსახურება
o კომპანიიდან გამყოლის მომსახურება ტურის განმავლობაში.
o სითი - ტურის დროს ტურისტული ტრანსპორტით მომსახურება.
o აკროპოლისის შესასვლელი ბილეთი
o პოსეიდონის ტაძარში შესასვლელი ბილეთი
ღირებულებაში არ შედის:
Ø ავიაბილეთის საფასური ( ქუთაისი - ათენი- ქუთაისი)
Ø ტრანსფერი ქუთაისამდე და ქუთაისიდან
Ø სადილები და ვახშმები ტურის განმავლობაში
Ø სამი კუნძულის ტური - 130 ევრო, შედის კვება
Ø მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები (სურვილისამებრ)