national delicacy

შუა აზიის მარგალიტი - უზბეკეთის ჯგუფური ტური

  • ID: 66002
  • ნახვები: 2658
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/09/24
    დაბრუნება
    • 27/09/24
დამატებითი ინფორმაცია

ტაშკენტი - სამარყანდი - ბუხარა - ხივა - ურგენჩი - ტაშკენტი
მოგზაურობის პერიოდი: 20-27 სექტემბერი

20 სექტემბერი / პირველი დღე  - ტაშკენტი: 
გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

ტაშკენტის აეროპორტის გასასვლელში ადგილობრივ კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა და ტრანსფერი სასტუმროში. ნომრებში განთავსება, დასვენების შემდეგ გავემგზავრებით ტრადიციულ რესტორანში სადაც პირველად გავეცნობით უზბეკურ სამზარეულოს.


21 სექტემბერი / მეორე დღე ტაშკენტი - სამარყანდი:

ადრეული საუზმე სასტუმროში, ტრანსფერი ტაშკენტის რკინიგზის სადგურამდე.

გამგზავრება ჩქაროსნული მატარებლით სამარყანდში.

სამარყანდში ჩასვლა 09:30, ტრანსფერი სასტუმროში.

ქალაქი სამარყანდი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი 2001 წლიდან როგორც კულტურათა გზაჯვარედინზე აშენებული ქალაქი.

სამარყანდი ყოველთვის ითვლებოდა აბრეშუმის გზის მარგალიტად, მდიდარი ვაჭრები უფრო მეტ დროს ატარებდნენ სამარყანდში, ვიდრე აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე სხვადასხვა ქალაქებში. 

დღის სანახავი ადგილები:

რეგისტანის მოედანი, გურ-ემირის სამარხი, ბიბი-ხანუმის მეჩეთი, შახი-ზინდას ანსამბლი, ულუგბეკის ობსერვატორია და ხოჯა დანიარის მავზოლეუმი ( ასე უწოდებენ მუსლიმები ბიბლიურ დანიელ წინასწარმეტყველს) - რომელსაც პატივს სცემენ როგორც მუსლიმები, ასევე ებრაელები და ქრისტიანები.

საღამოს კი დავასრულებთ ტრადიციულ რესტორანში სადაც უგემრიელესი ქაბაბი და მწვადი მზადდება.
 

22 სექტემბერი / მესამე დღე - სამარყანდი - ბუხარა:

საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი ბუხარაში. ჩასვლისთანავე განთავსება სასტუმროში დასვენებისთვის.

ბუხარა ცენტრალური აზიის წმინდა ქალაქად არის აღიარებული.. 1993 წლის 21 დეკემბერს იუნესკომ ბუხარას ძველი ნაწილი იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ამ ქალაქის არქიტექტურული ნაგებობები ათასი წლის ისტორიას ითვლის.

დღის ტურის გეგმა: სამანიდების და ჩაშმა აიუბის მავზოლეუმებს, ბოლო-ხაუბის მეჩეთს, კიდობნის ციხეს, პოი-კალიანის კომპლექსს, აბდულაზიზ ხანისა და ულუგბეკის უძველეს მედრესეებს, სავაჭრო გუმბათებს, ასევე გასეირნებას. ლიაბი-ხაუზის მოედნის გასწვრივ, სადაც ხოჯა ნასრედინის ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკებაა. მშვენიერი დღე ბუხარაში დასრულდება სადილით ბუხარას ოჯახში მასტერკლასით ბუხარას პილაფის მომზადების შესახებ, რომელიც შედგება ხორცის, ხახვის, ბრინჯის და სანელებლებისგან.
 

23 სექტემბერი / მეოთხე დღე -  ბუხარა:

საუზმის შემდეგ ექსკურსია ბუხარას გარეუბანში.

დღის სანახავი ობიექტები: სიტორა-ი-მოჰი-ხოსას სასახლეში გასეირნება, ბაჰაუდდინ ნაკშბანდის მავზოლეუმი, ჩორ-ბაქრის სასაფლაო.

გავისერნიებთ ბუხარას ვიწრო ქუჩემში სადაც გადავიღებთ დაუვიწყარ ფოტოსურათებს.

დღის მეორე ნახევარში - თავისუფალი დრო .

საღამოს ვახშამი ტრადიციულ რესტორანში სადაც დავაგემოვნებთ უგემრიელეს ადგილობრივ სამზარეულოს.
 

24 სექტემბერი / მეხუთე დღე  ბუხარა - ხივა:

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ხივაში ყიზილყუმის უდაბნოს გავლით;

გზად მშვენიერი უდაბნოს ხედებით დავტკბებით. პირველი გაჩერება გვექნება მდინარე ამუდარიას - თან, ჩასვლა ხივაში და განთავსება კომფორტულ სასტუმროში იჩან-კალაში, ტურისთვის იდეალური განლაგებით.

აბრეშუმის გზაზე ხივაში ცნობილი ისტორიული იჩან-კალას ციხესიმაგრე, 54 ისტორიული არქიტექტურული შენობით და 250 ადგილობრივი სახლით.

იჩან-კალა პირველი ადგილია რომელიც იუნესკომ შეიყვანა თავისი მსოფლიო ძეგლების სიაში უზბეკეთსა და ცენტრალურ აზიაში. გავისეირნებთ იჩან-კალას ციხის ვიწრო ქუჩებში,

დღის დასასრულს გვექნება ვახშამი ტრადიცულ ოჯახში.
 

25 სექტემბერი / მეექვსე დღე - ხივა:

საუზმის შემდეგ საფეხმავლო ტური ხივაში,

მოვინახულებთ: იჩან-კალას ციხეს, კალტა მინორის დაუმთავრებელ მინარეთს; მუჰამედ ამინ ხანის მედრესეს; კუნია-არკის ციტადელს, რომელიც შედგება საზაფხულო და ზამთრის მეჩეთებისგან, ჰარემი და აკ-შეიხ-ბობას გადმოსახედი; ჯუმა მეჩეთი 218 უნიკალური ხის სვეტით; მაჰმუდ ფახლავანის მავზოლეუმი ულამაზესი ფირუზისფერი გუმბათებით; 57-მეტრიანი მინარეთი და ისლამ-ხოჯას მედრესე; აკ - მეჩეთი; ანუშ ხანის აბანოები; ალა-ყული-ხანის მედრესე ქარვასლათა და ბაზრით; ტაშ-ხაულის სასახლე და იჩან-კალას ქალაქის კედლები.

ამ დღეს გველის ფოლკლორული საღამო ტრადიციული ვახშმით.


26 სექტემბერი / მეშვიდე დღე  ხივა - ურგენჩი - ტაშკენტი:

ადრიანი საუზმე სასტუმროს რესტორანში, ტრანსფერი ურგენჩის აეროპორტში ტაშკენტში გასამგზავრებლად შიდა რეისით 09:20 საათზე.

ჩამოსვლა ტაშკენტში 10:40 სთ-ზე, შეხვედრა ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელთან, ტრანსფერი სასტუმროში.

განსათავსება სასტუმროში და დასვენება.

დღის მეორე ნახევარში ტაშკენტის ტური

სანახავი ადგილები: ხასთ-იმამის ანსამბლი, ჩორსუს ბაზარი, თავისი ბრწყინვალე ფირუზისფერი გუმბათებით, რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლი, სიმამაცის მონუმენტი, თემურ ლენგისა და მუსტაქილიკის მოედნები; გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი - ხელოვნების უნიკალური ექსპოზიციებით.

ტაშკენტის ტური დასრულდება ადგილობრივ რესტორანში გამოსამშვიდობებელი ვახშმით.


27 სექტემბერი / მერვე დღე - ტაშკენტი:

საუზმე, ტრანსფერი აეროპორტში. გამომგზავრება.
 

ღირებულებაში შედის:

• პირდაპირი ფრენა (თბილისი- ტაშკენტი-თბილისი) 20 კგ ბარგითა და ხელბარგით

• სამოგზაურო დაზღვევა

• გამყოლი კომპანიიდან

• ადგილობრივი კომპანიის ტურისტული მომსახურება

• ადგილობრივი გიდის მომსაურება სრული ტურის განმავლობაში.

• განთავსება ორადგილიან ნომრებში 3* სასტუმროებში

• ყველა გადაადგილება ტურის მარშრუტის მიხედვით ჩვენთვის განკუთვნილი კომფორტული კონდიცირებული ტრანსპორტით.

• ყველა დღე 1.5 ლიტრი მინერალური წყალი ყველა მგზავრისთვის

• ორჯერადი კვება , თავისი კულინარული მასტერკლასებითა და შოუებით ტურის მიხედვით

• ჩქაროსნული მატარებლის ბილეთები ( ტაშკენტი- სამარყანდი)

• შიდა ფრენის ბილეთი ( ურგენჩი- ტაშკენტი) ბარგიანი.

• განთავსება 3* სასტუმროებში

• ყველა სამუზეუმო მოსაკრებელი.

 

პირველადი შემოსატანი თანხაა: 1330 ლარი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

 


 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე3 850.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/09/24
    დაბრუნება
    • 27/09/24