national delicacy

დიხაშხო (ვანის წხელი წყლის გოგირდოვანი აუზები), საირმე, ვანის მუზეუმი

  • ID: 66413
  • ნახვები: 877
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/09/23
    დაბრუნება
    • 16/09/23
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
16 სექტემბერს, შაბათს გთავაზობთ ერთ დღიან მრავალფეროვან და ულამაზეს ტურს იმერეთში.

 მარშუტკა გამოვა რუსთავიდანაც, თუ მსურველები იქნებიან. საღამოს ისევ რუსთავში წაგიყვანთ.

 

 ვესტუმრებით ვანს, სადაც გოგირდის ბუნებრივ თბილი წყლების კრატერებში ვიჭყუმპალავებთ. რამდენად სასიამოვნოა ბუნებრივ ცხელ წყალში ნებივრობა, ეს თავად განიცადეთ.  ვანის მუზეუმშო ვიმოგზაურებთ უძველესს წარსულში. ტურს დავასრულებთ ულამაზესი კურორტით - ეს საირმეა.  ლეგენდის თანახმად, ზამთარში ტყეებიდან მინერალურ წყაროებთან მიდიან ირმები, ამას უკავშირდება კურორტის დასახელებაც. საირმე გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და ლამაზი ბუნებით, რომელიც ცნობილია თერმული წყლების აუზებით. 

 

1. ვანის არექელოგიური მუზეუმი
2. ვანის გოგირდის აუზები - გოგირდოვანი მინერალური წყლის (თბილი) აუზები.
3.კურორტი საირმე - მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდ. წაბლარისწყლის ხეობაში. ცნობილია მინერალური და თერმული წყლების აუზებით.

 

ტურის ღირებულება:

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

  ან ანი

VIBER / WhatsApp -

instagram: saqartvelosbilikebze

 

ჩვენი გამყოლები:
 ანი ხოშტარია
ლევან ხოშტარია
 თაკო ტაბატაძე

 

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან
6:40 სთ. გავდივართ 7:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

 

თბილისში დაბრუნების დრო:
23:00 საათიდან 23:45 საათამდე.

 

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

ღირებულებაში არ შედის:
 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი 
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 წამოიღეთ ფანდური, გიტარა, სალამური.   სიმღერა და ცეკვა ქე ვიცით ყველამ.  

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/09/23
    დაბრუნება
    • 16/09/23