“Admiral Rafting Group” 2018 წელს დაარსდა და მალევე გახდა ექსტრემალური
ტურიზმის სფეროში წამყვანი კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია
პროფესიონალი,სერტიფიცირებული ინსტრუქტორებით. ადმირალის გუნდი
ყოველდღიურად ცდილობს, შექმნას დაუვიწყარი ემოციები, სადაც უსაფრთხოება პირველ ადგილზეა. ამასთან, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ საინტერესო თავგადასავლების შეთავაზება, არამედ მეგობრული ატმოსფეროს შექმნა, რათა ვუზრუნველვყოთ სრულყოფილი დასვენება და ახალი შეგრძნებები.
“Admiral Rafting Group”-ის საჯომარდო ბანაკს ნდობა გამოუცხადეს და
სტუმრობდნენ ისეთი ცნობადი სახეები როგორებიც არიან ჰოლივუდის
ვარსკვლავი სანდრა ო, UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი და სხვა მსოფლიო დონის სპორტსმენები. ჩვენ ასევე ორგანიზება გავუკეთეთ მრავალ კორპორატიულ ტურს, ჯომარდობის ფესტივალს და სახალისო ქვესტ ტურს.
„ადმირალი“ გთავაზობთ კეთილმოწყობილ, პრივატიზებულ სივრცეს, რომელიც სრულად მორგებულია თქვენი კომფორტისთვის და აქტივობებისთვის. ჩვენს ბანაკში, გარდა ექსტრემალური სპორტისა, სტუმრებს დახვდებათ ფრენბურთის მოედანი, კაფე-ბარი და კარაოკე ზონა, რაც თითოეულ მომენტს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის.