სრულამოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" გთავაზობთ ერთდღიან, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურს პირაქეთა ხევსურეთში ♥
●შეხვედრის დრო და ადგილი : 5 ივლისი, კვირა , მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ დილის 06:30 ზე.
●ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე
●ფასი: "+ 1 მინიმუმი" ( თანხას ვაგროვებთ 2 დღით ადრე, ან ვრიცხავთ)
●ფასი მოიცავს: ტრანსპორტირებას და გამყოლის მომსახურებას
●საკვები მოგვაქვს სახლიდან ვისაც რა გვსურს.
●ფეხით გასავლელი მანძილი სულ:
10-12 კმ მთლიანობაში
ლაშქრობის სირთულე: საშუალო
●ღირსშესანიშნაობანი:
როშკა
როშკის ლოდები (ცნობილია როგორც ბუნების ძეგლი)
აბუდელაურის ტბები :
მწვანე ტბა
ლურჯი ტბა
თეთრი ტბა
ხედები ჭიუხებზე, პირაქეთ ხევსურეთზე და არა მარტო...
რამდენიმე ლეგენდა/მითი/ანდრეზი შემიძლია მოგიყვეთ ხევსურული მითოლოგიიდან...
●დროის ქონის შემთხვევაში: კორშის მუზეუმი.
●ამინდი:
გასვლა შედგება მიუხედავად ამინდისა!!!
●რისკები, საფრთხეები: მეტისმეტი აღფრთოვანებისგან ფრთების გამოსხმა და "გაფრენა" :D ♥
●რა წავიღოთ?
ერთი დღის სამყოფი საკვები და ნახევარი ლიტრი წყალი. საწვიმარი, ფანარი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდა. რაიმე თბილი მოსაცმელი .ქუდი, სათვალე
●რა ჩავიცვათ?
მოხერხებული სალაშქრო ტანისამოსი და სალაშქრო ფეხსაცმელი. (არანაირი წვეტასები, ტყავის შარვლები და ტყავის "კურტკები" ! )
●გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს.
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
ლელა
თენგო
ჩაწერის ბოლო დღე პარასკევის შეკრებაზე.
თანხის ასაგროვებლად შეკრება იქნება პარასკევს საღამოს 19:00 დან 20:00 საათამდე , მეტრო ნაძალადევთან. ვინც ვერ მოვა, ანგარიშზე ჩარიცხეთ. (ჩარიცხვის ბოლო დღე ხუთშაბათი და პარასკევი დღის 15:00 საათამდე) ჩარიცხვისთანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს და ვინახავთ ქვითარს.
ს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
მიმღები: ლელა წიკლაური