ძვირფასო მეგობრებო 8აგვისტოს შედგება კაბადოკიის 6დღიანი ტური შემოგვიერთდით!!!
ჩვენ სტანდარტულ 5დღიან ტურს დაემატება შემდეგი ობიექტები: წმინდა ევსტათეს სახელობის ეკლესია, ზელვე, კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქი, სანათლავი - გუზელურთში, ფაშაბაგლარი, უჩისარის მწვერვალი (საიდანაც იშლება კაბადოკიის ყველაზე კარგი პანორამული ხედი), დერვენქის - სიყვარულის ხეობა, ვულკანის კრატერი;
დღე: 1
05:30 გასვლა თბილისიდან ვალეს მიმართულებით; გავივლით საბაჟოს პროცედურებს; გზად მოინახულებთ ეზრუმის მუზეუმს, სადაც განთავსებულია ძვ. წ. აღრიცხვის ექსპონანტები, აგრეთვე ოშკიდან წამოღებული 2სტელა; ღამისთევა ერზინჯანში; (Erzincan)
დღე: 2
საუზმე - გამგზავრება კაბადოკიაში. 2სთ-ზე ჩასვლა კაბადოკიაში, სასტუმროში დაბინავება და 1სთ.ში ტურის დაწყება; გორემეს „Goreme” ღია და დახურული მუზეუმი; ჩაუშინში იოანე ნათლისმცემლის ეკლესია; ფოკას ტაძარი; ჩაუშინის მწვერვალი; ვახშამი სასტუმროში;
დღე: 3
საუზმე - მოვინახულებთ სოგანლის ხეობაში, წმინდა ბარბარეს სახ. ეკლესიას, წმ. გიორგის სახ. ეკლესის; ასევე ხეობაში რამოდენიმე ეკლესიას თავისი მიწისქვეშა სამალავებით;
გამგზავრება იხლარას ხეობაში Ihlara (გზად გაჩერება დერინქუში; წმ. თეოდორეს სახ. ეკლესია, მიწისქვეშა ქალაქი); სოფელი ბელისირმა წმ. გიორგის სახელობის ეკლესია გურჯი ხათუნის მიერ მოხატული გავაგრძლებთ ტურს სელიმის კათედრალში; დაბრუნება სასტუმროში - ვახშამი;
დღე: 4
საუზმე - გულშეხირში წმ. იოანეს სახელობის ეკლესია; გამგზავრება ტრაპიზონში, სასტუმროში განთავსება;
დღე:5
საუზმე - მცირე აია სოფია, მამათა მონასტერი; დაბრუნება ში ვალეს გავლით, გზად მოვინახულებთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს რიზეში;
6დღიანი ტურის ღირებულებაა:
გადახდა წარმოებს ლარში;
ფასში შედის:
• ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;
• ღამისთევა 4* სასტუმროში;
• ორჯერადი კვება (საუზმე, ვახშამი);
• გიდის მომსახურეობა მთლიანი ტურის განმავლობაში;
• მუზეუმებში, ტაძრებსა და მიწისქვეშა ქალაქებში შესასვლელი ბილეთები;
• დაზღვევეული ტრანსპორტირება;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 306 304