ემტური გთავაზობთ სამდღიან ტურს სვანეთში კვირიკობის დღესასწაულზე
დღე I
- 04:30 გასვლა თბილისიდან, პირველი სანახაობა ენგურჰესიდან გადასახედი.
ლატალში გავჩერდებით და ვნახავთ მაცხოვრის და იონა წინასწარმეტყველის ეკლესიებს. შემდეგ ლენჯერში ლაშდღვერის ეკლესიას გარე მხატვრობით - 16:00 შესვლა მესტიის მუზეუმში
- 17:30 დაბინავება სასტუმროში. გავჩერდებით დაახლოებით ნახევარი საათი და გავემართებით მარგიანების მუზეუმში. საღამოს ვნახავთ მესტიას და მის შემოგარენს
დღე II, 28 ივლისი - კვირიკობა
- 07:00 გასვლა უშგულის მიმართულებით. გზაში ვნახავთ სიყვარულის კოშკს. სოფ. კალაში გავჩერდებით და ავალთ კვირიკეს ეკლესიაში
- შემდეგ გავაგრძელებთ გზას უშგულისკენ. უშგულში შევალთ მუზეუმში და შემდეგ ლამარიაში
- უშგულიდან გამომგზავრების შემდეგ ავალთ ჰაწვალში და გავისეირნებთ საბაგიროთი
დღე III
- 09:00 გასვლა სასტუმროდან
- 10:00 ლაშქრობა შიხრაზე
- 13:00-14:00 გამომგზავრება თბილისისკენ
ღირებულება
*ფასში შედის
- ტრანსპორტირება
- მესტიის, მარგიანების და უშგულის მუზეუმის ბილეთები
- 2X ღამისთევა მესტიაში
გთხოვთ გაითვალისწინეთ, კვება არ შედის ფასში!