ტურის თარიღი: 18.05.2014
საფასური: 18 კაციანი ჯგუფი - კაცზე - ს მაგივრად =>
ხანგრძლივობა: 1 დღე ტურის დასაწყისი - 09:00 ტურის დასასრული - 20:00 – 21:00
მარშრუტი: თბილისი - ანანური - ყაზბეგი - დარიალის ხეობა - თბილისი ( 350კმ.)
დილიდან გავემგზავრებით დაბა სტეფანწმინდის (ყაზბეგი) მიმართულებით. გზად მოვინახულებთ ანანურის ციხეს (XVIIს.), რომელიც მდინარე არაგვის პირასაა აღმართული და ამაყად გადმოჰყურებს ულამაზეს ჟინვალის წყალსაცავს. გავივლით სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურსა (2200 მ.) და ჯვრის უღელტეხილს (2400 მ.). ს სამხედრო გზის ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ულამაზესი და ამაღელვებელია თავისი თვალწარმტაცი ხედებითა და ბუნებით. სტეფანწმინდის მთავარი მოედნიდან ფეხით, მთის ბილიკით (საფეხმავლო მარშრუტი 1,40 საათი) გავემართებით გერგეთის ყოვლადწმინდა სამების (XIV ს.) ტაძრისაკენ. იგი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მთის მწვერვალზეა აღმართული, საიდანაც ყაზბეგის მყინვარწვერის (5047 მ.) ულამაზესი ხედი იშლება. პიკნიკის შემდეგ გავემართებით დარიალის ხეობაში, სადაც ვეწვევით ახლად აშენებულ მთავარაგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტერს (XXIს.), რომელიც -რუსეთის საზღვართან მდებარეობს. შემდეგ გავუყვებით თვალწარმტაც ხეობაში შემავალ ბილიკს რომელიც მდინარის პირას მიუყვება და მივადგებით ულამაზეს გველეთის ჩანჩქერს, რომელიც ორ საფეხურად გადმოსჩქეფს, ზემოდან კი სადარაჯო კოშკის ნანგრევები გადმოჰყურებს. (საფეხმავლო მარშრუტი 30 წუთი). უკან დაბრუნებისას დავათვალიერებთ სოფელ სნოში, მდინარის პირას კლდოვან გორაკზე აღმართულ სნოს ციხეს (XVIს.) და ახლად აშენებულ ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარს. საღამოს დაბრუნება თბილისში.
საფასური: 18 კაციანი ჯგუფი - კაცზე - ს მაგივრად =>
ტურის ღირებულებაში შედის:
1. ტრანსპორტირება (მძღოლი, საწვავი);
2. გიდის მომსახურება
3. ფოტოგრაფის მომსახურება
4. პიკნიკი: მწვადი ქათამი (შემწვარი) ყველი ხაჭაპური პომიდორი კიტრი ლობიანი ლავაში სალათები ფანტა კოკა-კოლა ტკბილეული ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგლები
გასვლა: 18 მაისს (კვირა) - სასტუმრო „რედისონი“-ს მიმდებარე ტერიტორიიდან (ვარდების მოედანი) გამგზავრება კომფორტული მიკროავტობუსით.
აქციის განსახორციელებლად საჭიროა მინიმუმ 18 ადამიანი (თუკი საკმარისი რაოდენობა არ შეგროვდება გადახდილი თანხა უბრუნდება მომხმარებელს)
შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ საიტებზე:
/>
/>
/>
/>
/>
თუ თქვენ შეგემნათ გარკვეული პრობლემა ვაუჩერის შეძენასთან დაკავშირებით, მობრძანდით ჩვენთან ოფისში და დაგეხმარებით (მაგ. დაგარეგისტრირებთ, თუ არ ხართ დარეგისტრირებული და შეგაძენინებთ ვაუჩერს.)
იმოგზაურეთ Face Travel-თან ერთად
ელ-ფოსტა:
Face Travel პუშკინის 10
2-15-88-88
სამუშაო დრო:
ორშ-პარ 11:00 - 20:00
შაბ 10:00-17:00