განსხვავებული მარშრუტების, პროფესიონალი ორგანიზატორების, კომპეტენტური გიდების, უსაფრთხოების ზომების დაცვისა და მაღალი ხარისხის მომსახურების წყალობით "მწვანე ზებრამ" მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და სიყვარული. დღეს, "მწვანე ზებრა" ქართული სალაშქრო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა და აერთიანებს ტურიზმის ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა:
1. ლაშქრობა - ყველასგან განსხვავებული სალაშქრო მარშრუტები მთელს საქართველოში.
2. ექსკურსია( #მსუბუქი ) - პოპულარული, ყველასათვის ცნობილი და ყველაზე მოთხოვნადი მარტივი ტურები მათთვის, ვისაც ფეხით სიარულს კომფორტული მგზავრობა ურჩევნია.
3. #ჩანჩქერინგი - ჩანჩქერებზე დაშვება სპეციალური აღჭურვილობით (სამთო ქამარი, თოკები) ყველა მსურველისთვის, ვისაც უნდა მიიღოს ადრენალინის ჭარბი დოზა.
4. #კანიონინგი-ექსტრემალური გართობის საშუალება. მხოლოდ მამაცებს და გამოცდილებს შეუძლიათ შეუერთდნენ ზოლიან კანიონერებს.
5. ურბანული და შავი ტურიზმი(#თუნგი) - თანამედროვე ცივილიზაციის მიტოვებული ნაშთები: ქარხნები, ბუნკერები, ობსერვატორიები და გვირაბები. ასევე მიტოვებული, დაჟანგებული სამხედრო და სამოქალაქო ტექნიკა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "სტალკერების" სამყაროში.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, შენ ეთანხმები Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაცისათვის იხილეთ Cookie პოლიტიკა