ტურისტული კომპანია "DIVERSE GEORGIA" ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფ "შეიცანი საქართველო"-ს ბაზაზე, რომელიც 2013 წელს დაარსდა. ჯგუფის მთავარ მისიას ჩვენი ქვეყნის უკეთ შეცნობა წარმოადგენდა. იდეამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
ჯგუფის არსებობის ორი წელი იყო საკმად დიდი გამოწვევა და ამასთან ერთად დიდი გამოცდილების მომცემი ჩვენი გუნდისთვის. სწორედ ეს გამოცდილება გახდა საფუძველი ტურისტული კომპანიის დაარსებისა.
დღეისათვის "DIVERSE GEORGIA" წარმოადგენს ტურისტულ კომპანიას, რომლის ქართული თარგმანიც მრავალფეროვან საქართველოს ნიშნავს. კომპანიის საქმიანობა აქცენტირებულია როგორც შიდა და გამყვან ტურიზმზე, ასევე უცხოელ ტურისტთა შემოყვანაზე საქართველოში.
"DIVERSE GEORGIA" გთავაზობთ როგორც ყოველკვირეულ ტურებს, ასევე კორპორატიულ ტურებს როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ყოველკვირეული ტურები, საქართველოს მაშტაბით, იმართება "შეიცანი საქართველო"-ს ფორმატში და იგი დარჩა თავისი იდეის ერთგული.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, შენ ეთანხმები Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაცისათვის იხილეთ Cookie პოლიტიკა