Daily Tours
577600182
კახეთი,ყვარელი
ჩვენ შესახებ

ერთ დღიანი ღვინის ტური კახეთში.ტური გათვლილია მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 4 ადამიანზე.

მოგემსახურებათ გამოცდილი გიდი და მძღოლი.

მანქანა-Nissan Tiida Latio (2005)

გიდი-ინგლისური/რუსული.

 

  • კახეთის შესახებ

კახეთი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მხარეა, რომელიც ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთის (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს მოიცავს. ეს მხარე მდიდარია სხვადასხვა პერიოდის ძეგლებითა და მრავალფეროვანი ბუნებით. აქ ნახავთ უძველეს ნამოსახლარებს, გამორჩეულ ტაძრებს, ციხე-კოშკებს, ულამაზეს ტყეებს, ჩანჩქერებს, ალპურ ტბებს, ვრცელ ველებსა და აფერადებულ უდაბნოსაც კი. უძველესი ისტორია, საინტერესო კულტურა, შთამბეჭდავი ბუნება და კურორტები კახეთს ძალიან მიმზიდველს ხდის სასიამოვნო დასვენების მსურველთათვის და მოგზაურობის მოყვარულთათვის.  

  • ისტორია

​​​​​​​კახეთში ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება.

აღმოჩენილი მასალის მიხედვით,კახეთის ტერიტორიაზე ქვის ხანაში ადამიანი მუდმივად სახლობდა.

 აქ მისი ცხოვრების კვალი დაახლოებით ძვ.წ. 2 მილიონ 300 ათას წელსა და 10.000 წელს შორის უნდა განისაზღვროს. ძვ. წ. IV ათასწლეულის II და IIIათასწლეულებში (ადრეული ბრინჯაოს ხანა)  კახეთის ტერიტორიაზე, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის მთელცენტრალურ ნაწილში გავრცელებული იყო მტკვარ-არაქსის კულტურა. კახეთი იყო შუა ბრინჯაოს ხანაში თრიალეთური კულტურის გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი მხარე. 
კახეთის, როგორც ცალკე ტერიტორიული ერთეულის დაარსებას ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის ერთ-ერთ ძეს, კახოსს მიაწერენ. ძველად კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა, კერძოდ ერწო-თიანეთსა დაფხოვს, რომლის ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი) იყო. მას შემდეგ რაც ქართლოსის მეუღლემ თავის ძეებს ქართლის ტერიტორია 

გადაუნაწილა, კახოს წილად ხვდა ზემოდხსენებული საზღვრები. მაგრამ იგივე კახოსის პერიოდში მანთავის ძმა კუხოსს დაუთმო მდინარე ივრის მარცხენა

 ნაპირი ლაფიანხევიდან ბოჭორმის ციხის ჩათვლით. IVსაუკუნიდან კახეთის ცენტრი მეფე ასფარუგის მიერ აშენებული უჯარმა იყო. კახეთის საზღვრები კიაღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოვდა. VIII საუკუნისთვის მან კუხეთი და ჰერეთის მნიშვნელოვანინაწილი მოიცვა. XI საუკუნეში კი ქალაქი თელავი იქცა მხარის ცენტრად. XV საუკუნეში, საქართველოს დაშლის შემდეგ, ჩამოყალიბდა კახეთის სამეფო. ამ დროიდან კახეთის ცენტრი გახდა გრემი. XVI-XVII საუკუნეებშიკახეთს ჩამოსცილდა ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც დღეს საინგილოს სახელს ატარებს დაადმინისტრაციულად აზერბაიჯანში შედის. XVII საუკუნის II ნახევარში კახეთის ცენტრმა ისევ თელავში გადაინაცვლა. კახეთის სამეფო XIX საუკუნებდე არსებობდა. დღევანდელი სამხარეო დაყოფისსაფუძველზეისტორიულ კახეთს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მხარის სტატუსი აქვს.

  • კულტურა

​​​​​​​კახეთი საინტერესო მხარეა თავისი კულტურისა და წეს-ჩვეულებების მხრივ. აღსანიშნავია კახური ფოლკლორი. ცნობილია კახური მრავალჟამიერი, წინწყარო, ურმული, მაყრული, და სხვა. „ჩაკრულო“ კი სამყარომ გაიცნო. როგორც მოგეხსენებათ ქართული ფოლკლორის ეს მნიშვნელოვანი ნიმუში კოსმოსში გაიგზავნა. კახეთის მხარის მრავალფეროვნების ნაწილია თუშური ფოლკლორიც. კახეთში მრავალ სახალხო თუ რელიგიურ დღესასწაულსაღნიშნავენ, როგორიცაა: ალავერდობა, ილიაობა, გრემქალაქობა, ერეკლეობა, ფიროსმანობა და სხვა. ალავერდობა უძველესი და ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. იგი ცალკეული ღირსშესანიშნავი დღეებისგანშედგებოდა, ჯვართამაღლების მომდევნო დღეს იწყებოდა და სამ კვირას გრძელდებოდა. ეს დღესასწაული გარკვეულწილად წინარექრისტიანულ რწმენა-წარმოდგენებსაც უკავშირდება. ალავერდობას იმართებოდა ღონისძიებები, ბაზრობა, ალავერდის ტაძარს სტუმრობდა სხვადასხვა კუთხისა და რწმენის ადამიანები. დღესასწაულს თავისი სპეციფიური რიტუალური დასასრული ჰქონდა. ალავერდის ეზოში 200–300 ცხენოსანი თუში იკრიბებოდა და ომში დაღუპულთა სულებისათვის დალაის სიმღერით გარს უვლიდა ალავერდის ტაძარს. ასევე უნდა აღინიშნოს თუშური დღეობები, სადაც უგემრიელესი ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნებას და საინტერესო ტრადიციების გაცნობას შეძლებთ. 
რაც შეეხება სამოსს, კახური ჩოხა გრძელია, მუხლებს ჩამოცილებული,  მკერდის მიდამოებში სოლისებური ღიობი ჰქონდა, რათა ახალუხი გამოჩენილიყო. მას მეტწილად უსარტყლოდ ატარებდნენ, სახელოები მაჯისაკენ განივრდებოდა და ხშირად ზეაკეცილს ატარებდნენ. საჩოხედ იხმარებოდა ქართული, დაღესტნური და ოსური შალი, უპირატესად შავი, წაბლისფერი და ლურჯი. თუშური, ფერადი ორნამენტებით მოქარგული ტანსაცმელი კი უდავოდ გამორჩეულად ლამაზია. 
უგემრიელესია კახური სამზარეულო. აქ განსაკუთრებით პოპულარული ხორცის კერძებია. ტრადიციული კერძებია: წალამზე შემწვარი მწვადი, ხაშლამა, ჩაქაფული, ჩიხირთმა და სხვა. თუშეთში ხორცეულთან ერთად გავრცელებულია რძის პროდუქტები და მათთან დაკავშირებული კერძები. თუშური სამზარეულოდან განთქმულია : ხინკალი, მწვადი, ჩობან(მწყემსური ყაურმა), ხმიადი (რიტუალური სამკუთხა პური ), გორდილა, ქუმელი, კოტორი, ხავიწი, მოსმულა და სხვა. საყოველთაოდ ცნობილია თუშური გუდის  ყველი, ყველის გამოყვანა ხდება ცხვრის ტყავის გუდაში. ასევე გავრცელებულია სხვადასხვა სახის ჩაი. შეუძლებელია ვისაუბროთ კახურ სამზარეულოზე და იქვე კახური ღვინო არ გაგვახსენდეს. კახეთი ღვინის მხარეა, მას გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოს ღვინის წარმოებაში. ამ მხარეში 200–მდე საღვინე ჯიშია აღწერილი. განსაკუთრებით პოპულარული ჯიშებია: რქაწითელი, კახური მწვანე, ხიხვი, ქისი და საფერავი. 

  • რა ვნახოთ?

მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე კახეთი ძალიან მდიდარია სხვადასხვა პერიოდის  ძეგლებით. აქ ნახავთ უძველეს ნამოსახლარებს, საინტერესო და გამორჩეულ შუასაუკუნოვან ტაძრებს, რომლებიც მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერებსაც წარმოადგენდნენ, შთამბეჭდავ ციხე-სიმაგრეებს, თუშურ კოშკებსა და ფიქლით ნაგებ სახლებს და ა.შ. ეს მხარე ბუნების მხრივაც გამორჩეული და მრავალფეროვანია. კახეთში მრავლადაა გრილი მწვანეში ჩაფლული ჩანჩქერები და მოლივლივე ტბები. ამ მხარეში საქართველოს სხვა რეგიონებისგან სრულიად განსხვავებულ ლანდშაფტსაც შეხვდებით. კახეთს ეგზოტიკურობას მატებს დაზოლილი, აფერადებული უდაბნო და ვაშლოვანის ნაკრძალის ტალახის ვულკანები.

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, შენ ეთანხმები Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაცისათვის იხილეთ Cookie პოლიტიკა