national delicacy

KABADOKIA

  • ID: 34341
  • Просмотры: 34082
  • location
    Расположение
  • calendar
    Дата тура
    Дата начала поездки
    • 09/09/17
    Возвращение
    • 13/09/17
Дополнительная информация

დღეპირველი
• 05:00-13:00- შეხვედრა ავლაბრის მეტროსთან ->

 ჩასვლა სარფის გამშვებზე (შესვენება/გზაზე გაჩერებები 1 საათი)


• 13:00-15:00 საბაჟო პროცედურები,

• 17:00-19:00 Ayasofia Kilisesi Trabzon - აია-სოფიას ტაძარი ან მცირე აია-სოფია — გვიანი ბიზანტიური არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლი ტრაპიზონში. ცნობილია XIII საუკუნის ფრესკებით. ტაძარი მდებარეობს ტრაპიზონის ისტორიული ცენტრიდან დასავლეთით. ტაძარი გადაკეთებულია მეჩეთად. ამჟამად იქ მდებარეობს 
• 19:00-07:00 გასვლა გორემესკენ, 900 კილომეტრი. 12 საათი მგზავრობა.

დღემეორე
• 07:00 ჩასვლა Kapadokya/Goreme
• 07:00-10:00 სასტუმროში დაბინავება, მოწესრიგება, მომზადება. რეგისტრაციის გავლა.
• 10:00-12:00 Goreme Open Air Museum გორემეს ღია ცის ქვეშა მუზეუმი, ფეხით გასეირნება, ქუჩების, მაღაზიების, სახელოსნოების დათვალიერება. კაპადოკიის გული დღეს გორემეა, აქაა თავმყორილი საუკეთესო სასტუმროები, აქაა ყველაზე მეტი ტურისტული კომპანიები საარენდო კვადროციკლებით თუ მოტოციკლებით, სუვენირების მაღაზიები, კაფეები, ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოები, თიხის სახელოსნოები, სადაც სრულიად უსასყიდლოდ შეგასწავლიან თიხის ზელვის საწყისებს და სამახსოვროდ თქვენივე გაკეთებულ თიხის ჭურჭელსაც გამოგატანენ. გორემეს ხეობაში უმნიშვნელოვანესი სანახაობაა გორემეს ღია მუზეუმი., გორემეს ღია მუზეუმში გახლავთ ყველაზე მთავარი, გამორჩეული ძეგლები: ბნელი ეკლესია, ვაშლების ეკლესია, ბასილის ეკლესია, წითელი ეკლესია, წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია და სხვ. ისინი ერთმანეთის მიყოლებით კლდეში ნაკვეთ კომპლექსს წარმოადგენენ. ამ რეგიონში მოგზაურობისას პილიგრიმს განსაკუთრებული ემოცია ტოკალის ეკლესიის ხილვისას უჩნდება. ტაძრის შესასვლელში დამთვალიერებლის ყურადღებას ღვთისმშობლის შედარებით დაზიანებული ფრესკა იქცევს, რომელიც 1994 წელს “შენ ხარ ვენახის” ხატის სახელით დაიწერა და დღეს უკვე ცნობილი საგალობელი და ხატწერის ნიმუშია. ის სწორედ ტოკალის ეკლესიას უკავშირდება. 1 კილომეტრი გორემეს ცენტრიდან. ბილეთის ღირებულება 30 ლირა, ლირა ბნელი ეკლესია.
• 12:00-14:00 Çavuşin, Nevşehir, Turkey ჩავუშინი, ნიკოფორე ფოკას ეკლესია( ბილეთის ღირებულება 8 ლირა) -სოფელი ჩავუშინი წარმოადგენს ყველაზე საინტერესო დასახლებას კაპადოკიაში, სოფელ ჩავუშინის ნასახლარი, რომელიც 1962 წელს მიწისძვრამ იმსხვერპლა. V საუკუნის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრით, ( შესვლა უფასოა) სადაც შემორჩენილია მე-7-8-9 საუკუნის ფრესკები. ზეპირი გადმოცემით, ჩავუშინში იყო წმინდა გიორგის საცხოვრებელი სახლი... მთელი ქალაქია კლდეში გამოკვეთილი, სადაც დღესდღეობით ჩაშენებულია ალაგ-ალაგ სასტუმროები და საცხოვრებელი ოთახები. 4 კილომეტრი გორემეს ღია მუზეუმიდან.
• 14:00-16:00 ფაშაბაღი-ფაშაბაღს სხვანაირად ბერების ხეობას უწოდებენ. ეს კომპლექსი განთქმულია ფანტასტიური ხედებით და პეიზაჟებით და კიდევ იმით, რომ აქაა წმინდა სვიმონ მესვეტეს კელია, სადაც ის ცხოვრობდა მე-5 საუკუნეში. 12- ზოგი ცნობით კი 15 წლის განმავლობაში... ეს ის დიდი სვიმონ მესვეტეა, რომელმაც დასაბამი ჩაუყარა მესვეტეობას ქრისტიანობაში და რომელიც შემდეგ ანტაკიაში გადასახლდა. 2 კილომეტრი ჩავუშინიდან. (შესვლა უფასოა).
• 16:00-19:00 თავისუფალი დრო
• 19:00-21:00 Uchisar/Kapadokya უჩისარის ციხესიმაგრე, მზის ჩასვლის ნახვა ციხედან.-უჩისარის ციხე - ყველაზე მაღალი ადგილია მთელს კაპადოკიაში. 60 მეტრის სიმაღლეს კლდე, რომელზედაც ციხე ააგეს, ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა ამოზიდული. ციხიდან იშლება ულამაზესი 360 გრადუსიანი პანორამა მთელს კაპადოკიაზე! კარგ ამინდში მოჩანს ანატოლიის ყინულიანი მწვერვალები - ერჯიესი და ჰასანდაგი. თურქულ ენაზე უჩისარი ნიშნავს "სამ ციხეს". კლდე მართლაც შედგება ორი ნაწილისგან, მესამე კლდოვანი ნაწილი კი შორიახლო მდებარეობს... არავინ იცის ზუსტად, როდის დაიწყეს ამ კლდის გამოყენება ციხედ, თუმცა ცნობილია, რომ მას უკვე იყენებდნენ ხეთების პერიოდში, არაფერს ვამბობთ რა რომაელების ბატონობის და ბიზანტიის იმპერიის დროზე. 1398 წელს ციხე აიღეს სელჯუკებმა ბეიიაზიდ II-ის მეთაურობით და მე-15 საუკუნიდან ის უკვე ოსმალების საკუთრება იყო. ბილეთის ფასი 6,5 ლირა. 5 კილომეტრი გორემედან.
• 21:00- დაბრუნება გორემეში. თავისუფალი დრო.

დღემესამე
• დილით გასვლა 9:00 საათზე :
10:00 საათი - Kaymakli Underground City მიწისქვეშა ქალაქი ნიგდეს პროვინციაში, ერთერთი უძველესი ხეთური ცივილიზაციის კვალი კაბადოკიაში, რომელიც ძირითადად საომარი მოქმედებების დროს იქნა გამოყენებული ხეთების მიერ. მას მერე რაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1180 წელს დაშლა დაიწყო ხეთურმა იმპერიამ, კაბადოკიის მიწაზე უძველესი ქართველური ტომები "ხალიბები" აღმოცენდენ და დაიწყეს კაბადოკიის მიწის გამოყენება, ქრისტიანების კვალი ყველაზე მეტად იკვეთება კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქში სადაც ეკლესია სრული ფორმითაა შემონახული რაც გვაჩვენებს რომ ეს ადგილები უძველესი ქრისტიანების განსახლების ძირითადი კერა ყოფილა ...
11:00 საათი - Derinkuyu, Underground City, Cappadocia : დერენქუიუს მიწისქვეშა ქალაქი რომელიც ყველაზე ღრმა უძველეს ნასახლარს წარმოადგენს კაბადოკიაში და რომლის სიღრმე 80 მეტრამდეა.... მიწისქვეშა ქალაქის დანიშნულება და ფუნქციური ხასიათი თითქმის იგივეა რაც კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქის, მცირე განსხვავებებს მახასიათებლებში ადგილზე მოვყვებით როდესაც ვესტუმრებით ამ იდუმალებით მოცულ ადგილს ♥
• 12:00-14:00 ქალაქი Ürgüp / Cappadocia ურგუპი-ნევშეჰირის პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქალაქი, ცნობილია კლდეში ნაკვეთი მთით, Wish Hill, იგივე სურვილების მთა, რომელიც უკავშირდება მეთვრამეტე საუკუნეში დატყვევებული რუსი ჯარისკაცის ისტორიას. მთის წვერზე არის ურგუპის სულთნის კილიჩარსლანის საფლავი. ურგუპი ცნობილია უჩგუზელერის პანორამით, სოკოების ფორმის რელიეფი გადაჰყურებს ნევშეჰირის მთელ პროვინციას. 5 კილომეტრი გორემედან. შესვლა უფასოა.
• 15:00-17:00 მუსტაფაფაშა-ბერძნების ქალაქი. 1924 წლის საბერძნეთისა და თურქეთის მიერ მოსახლეობის გაცვლის შედეგად, ეთნიკური ბერძნების უმრავლესობამ ქალაქი დატოვა და ახლა აქ ეთნიკური თურქები სახლობენ. ქალაქი არის ავთენტური სილამაზის,ნაკლებადაა დატვირთული და ათვისებული ტურისტებით, არის მშვიდი გარემო დასასვენებლად და ნამდვილი თურქული სულის შესაცნობად. 5 გილომეტრი ურგუპიდან.
• 17:00 დაბრუნება გორემეში. თავისუფალი დრო.
• 19:00 მზის ჩასვლის წერტილი გორემეში. (Sunset view point).

დღემეოთხე
• 11:30 სასტუმროდან გამოსვლა
• 11:30-14:00-შოპინგი გორემეში, შეგიძლიათ სხვადასხვა ველებზე მოიწყოთ ველოტური, კვადროციკლის ტური, ცხენებით გასეირნება და ა.შ. ველოსიპედის ქირაობა ერთი საათი შეადგენს 20 ლირას, მოტოციკლეტის 20 ლირას, კვადროციკლის 40 ლირას, ცხენის 50 ლირას.
• 15:00 გამომგზავრება გორემედან თბილისისკენ. 24 საათი.


 

§  ტურის ყველაზე აქტუალური სეზონი პერიოდი: აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.

§  კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - ტაო-კლარჯეთი - თბილისი 2600 კმ.

§  ჯგუფის მინიმალური ოდენობა: მინიმუმ 19 კაცი. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის. 

§  პირველ და ბოლო ღამეს გვიწევს ავტობუსში ძილი. ამიტომ ტური საკმაოდ დამღლელია.

ჩვენგირჩევთ - თქვენითვალისწინებთ !!!

§  სარფის საბაჟო მუშაობს ყოველ დღე 24/24

§  საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ გერბიანი პასპორტი ან ახალი ID ბარათი.

§  პასპორტს მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეს დარჩენილი.

§  ე.წ. ბორჯღალიანი პასპორტით საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელია, მიუხედავად მისი მოქმედების ვადისა. კანონმდებლობის მიხედვით 2011 წლის 1 იანვრიდან იგი ხმარებიდან ამოღებულია.

§  18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარზე საჭიროა დაბადების მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ მშობელი არ ახლავს.

§  შოპინგისთვის უკეთესია თან იქონიოთ თურქული ლირა, თუმცა დოლარიც "მუშაობს".

 


ტურის ღირებულება გახლავთ

 ფასში შედის:

1) მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
2) ქართულენოვანი გიდის მომსახურება
4) ღამისთევა სასტუმროში – 2 ღამე

5) კვება x 1 ჯერადი - საუზმე
6) სამოგზაური დაზღვევა

7) თამაშდება 10 % ფასდაკლების 3 ვაუჩრი ანტალიის და ეგვიპტის ტურისტულ მიმართულებებზე



ტურის ღირებულებაში არ შედის:

✔ კვება მგზავრობის განმავლობაში
✔ საჰაერო ბურთით გაფრენა  (- )

 

TRAVEL WORLD

Guliashvili Nino

()

travelworld.

Тур включает в себя
  • пища пища
  • Авиабилеты Авиабилеты
  • трансфер трансфер
  • Билеты в музеи Билеты в музеи
  • Услуги гида Услуги гида
  • Страхование путешествий Страхование путешествий
  • Концертные билеты Концертные билеты
  • Ручной багаж Ручной багаж
  • Проверенная сумка Проверенная сумка
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • Расположение
  • Дата тура
    Дата начала поездки
    • 09/09/17
    Возвращение
    • 13/09/17