national delicacy

კაპადოკიის დღიანი ტური !

  • ID: 38570
  • Просмотры: 16117
  • location
    Расположение
  • calendar
    Дата тура
    Дата начала поездки
    • 11/04/18
    Возвращение
    • 27/05/18
Дополнительная информация

კაპადოკიის 5 დღიანი ტური !

5 დღე / 4 ღამე

პერიოდი : 
11-15 აპრილი
25-29 აპრილი
9-13 მაისი
23-27 მაისი
____________________
I დღე – თბილისი – ვალის საბაჟო – ბანა – ოლთისი – ერზრუმი – ერზინჯანი (ღამისთევა)

II დღე – ერზინჯანი – სივასი – კაისერი – ჩავუშინი (სავარაუდოდ წმ. გიორგის დაბადების ადგილი, კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ნათლისმცემლის ეკლესიით) - გორემე - ღია ცის ქვეშ მუზეუმი (კლდეში ნაკვეთი კომპლექსები და მოხატული ეკლესიები, მათ შორისაა ღვთისმშობლის გამოსახულება, რომელიც საფუძვლად დაედო ცნობილ „შენ ხარ ვენახის“ ხატს) – უღრუპი (ღამისთევა)

III დღე – უღრუპი – იჰლარას ხეობა (კლდეში ნაკვეთი კომპლექსები და მოხატული ეკლესიები, მათ შორის წმ. გიორგის ეკლესია, გურჯი ხათუნის აგებული, სადაც დაცულია მისივე გამოსახულება) – დერინქოის მიწისქვეშა ქალაქი (რამდენიმე დონიანი საცხოვრებელი ინფრასტურქტურით მოწყობილი კატაკომბები) – უჩჰისარი (კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, საიდანაც იშლება ვრცელი პანორამა) – უღრუპი (ღამისთევა)

IV დღე – უღრუპი – ფაშაბაღლარი (ბაღი, კაბადოკიისათვის დამახასიათებელი „ქუდიანი“ კლდეებით) – ზელვე (კლდეში ნაკვეთი კომპლექსები და ეკლესიები, ამ ხეობაში გადაღებულია ჰოლივუდის ერთ-ერთი ცნობილი ფილმის ეპიზოდი) – ერზინჯანი (ღამისთევა)

V დღე – ერზინჯანი – ერზრუმი – ოლთისი – ვალის საბაჟო – თბილისი
________________________________________
ტურის ღირებულება

ღირებულებაში შედის:
•მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით;
•განთავსება 4* სასტუმროში (4 ღამე);
•ორჯერადი კვება (შვედური მაგიდა);
•კვალიფიციური გიდის და თარჯიმანის მომსახურება;
______________________________
•ინფორმაცია სასტუმროების შესახებ:
1. ერზინჯანის სასტუმრო 4* - 
2. უღრუპის სასტუმრო 4* - 
_______________________________
ღირებულებაში არ შედის:
•მუზეუმების მოსაკრებელი (ჯამში 80 ლირა - );
•შუადღის კვება;

დამატებითი ინფორმაცია:
•საზღავარზე საჭიროა იქონიოთ გერბიანი პასპორტი ან ID ბარათი (მოქმედების ვადა არანაკლებ 6 თვისა);
•18 წლამდე ასაკის ბავშისათვის საზღვარზე საჭიროა ორივე მშობლის მინდობილობა და დაბადების მოწმობა. თუ ახლავს მშობელი, შესაბამისად, მეორე მშობლის მინდობილობა და დაბადების მოწმობა;
•პირველი დღის შუადღის საკვები უმჯობესია თბილისდან წამოიღოთ, დანარჩენ დღეებში შესაძლებელია საკვების ადგილზე შეძენა ან თურქულ „ლოკანტებში“ (სასადილო) კვება (სადილის ფასი დაახლოებით 10-15 ლირა); 
•მარშრუტის განმავლობაში გათვალისწინებულია დრო „შოპინგისათვის“ (თითქმის ყველა ტურისტულ ობიექტს ახლავს მცირე სუვენირების პუნქტები და მაღაზიები)
•კაბადოკიაში შესაძებელია გამთენიისას საჰაერო ბურთით გასეირნება. სურვილის შემთხვევაში, ტურის მიმდევრობა და მოსანახულებელი ობიექტები არ იცვლება (ღირებულება 65 აშშ დოლარი ერთ ადამიანზე)
_____________________
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
2 300 700 /
______________________
ჩვენთან მუდამ სეზონია 
მის:ქუჩიშვილის N12 ვერა - 
32 2 300 700

Тур включает в себя
  • пища пища
  • Авиабилеты Авиабилеты
  • трансфер трансфер
  • Билеты в музеи Билеты в музеи
  • Услуги гида Услуги гида
  • Страхование путешествий Страхование путешествий
  • Концертные билеты Концертные билеты
  • Ручной багаж Ручной багаж
  • Проверенная сумка Проверенная сумка
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • Расположение
  • Дата тура
    Дата начала поездки
    • 11/04/18
    Возвращение
    • 27/05/18