national delicacy

ნეპალი! დღიანი ჯგუფური საგზურის ღირებულება !

  • ID: 49504
  • Просмотры: 3318
  • location
    Расположение
  • calendar
    Дата тура
    Дата начала поездки
    • 01/04/19
    Возвращение
    • 11/04/19
Дополнительная информация

ნეპალი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები "გუდ თრეველთან" ერთად 

ჯგუფს მეგზურობას გაუწევს მოგზაური, აღმოსავლეთმცოდნე, ფსიქოლოგი, მთარგმნელი და პუბლიცისტი ლევან რამიშვილი, ავტორი წიგნისა „დაფარული ვეფხისტყაოსანი" და „ბჰაგავად–გიტას“ თარგმანის სანსკრიტიდან, რისთვისაც მან მიიღო პრემია „საბა“. იგი არის ასევე სიცილის იოგას საერთაშორისო ლიცენზიის მფლობელი და მრავალი წელია მისდევს აღმოსავლურ სულიერ პრაქტიკებს. 

ტურის განმავლობაში გექნებათ საშუალება დაესწროთ ლევან რამიშვილის სიცილის იოგას, პრანაიამას (იოგური სუნთქვა), ჰათჰა–იოგას საბაზისო ასანების გაცნობას და მედიტაციას (თქვენი სურვილისდა მიხედვით).

 

- დღე 1 -
გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
ჩასვლა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში - უძველესი კულტურის და უნიკალური ძეგლების ქალაქში. 
ტრანსფერი აეროპორტიდან და სასტუმროში განთავსება. 
სადილი სასტუმროს ტერასაზე.
თავისუფალი დრო დასვენებისთვის.

- დღე 2 -
საუზმე სასტუმროს ვერანდაზე. საუზმის შემდეგ - კატმანდუს ცენტრის გაცნობა. საფეხმავლო ექსკურსია - კატმანდუს ყველაზე ტურისტული უბანის ტამელის დათვალიერება. 
სახელმწიფო მუზეუმის მონახულება (ყოფილი სამეფო სასახლე), ფრიკ-სტრიტი (ჰიპების ქუჩა)
ექსკურსია სამეფო მოედანზე, მეფის სასახლე და სამეფო მუზეუმი. ცოცხალი ღმერთი კუმარი და მისი კოშკი.

სიცილის იოგა ლევან რამიშვილთან ერთად:  - სიცილის იოგა უძველესი აღმოსავლური პრაქტიკაა, რომელიც აჯანსაღებს და კურნავს ნერვულ სისტემას, მკვეთრად აუმჯობესებს ჯანმრთელობას, არის რელაქსაციისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალება, ადამიანს უბრუნებს დაკარგულ სილაღესა და სიხალისეს, აუმჯობესებს ძილის და ზოგადად სიცოცხლის ხარისხს.

- დღე 3 -
მედიტაცია ლევან რამიშვილთან ერთად: - ყველაზე მთავარი, ძირითადი აღმოსავლური პრაქტიკაა. მედიტაცია გვათავისუფლებს ქაოტური ფიქრებისაგან მისი მეშვეობით ვიძენთ შინაგან დამოუკიდებლობას გარესამყაროსგან, წონასწორობასა და სიმშვიდეს.

ტურის დასაწყისი: მაიმუნების სასახლე – 365 საფეხურიანი ბუდისტური კომპლექსი სვაიამბუტნატჰი, რომლის მოსანახულებლად მთელი მსოფლიოდან მოედიანებიან ადამიანები, რათა შეასრულონ მაგიური ასვლა კიბეზე სასურველი სურვილის ჩაფიქრების პარალელურად, რომელსაც ბუდისტური განმარტებით 13 მილიარდჯერ მეტი ძალა აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას ჩაფიქრებულ სურვილს.
ბოდნატჰი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მაღალი ბუდისტური ტაძარი - ბუდა-სტუპა, (ბუდისტური კომპლექსი).
პაშუპატინატი (კრემაციის თეატრი), რომელიც მდებარეობს წმ. მდინარე ბაგმატის ნაპირას. ტაძარი ეძღვნება შივას ერთ- ერთ ინკარნაციას - პაშუპატის (ცხოველების მფარველი), კომპლექსის ტერიტორიაზე მდინარეში ტარდება რიტუალური განბანვა და კრემაცია. 
დაბრუნება სასტუმროში. თავისუფალი დრო ან „სატ–სანგი“ (შემეცნებითი საუბარი)

- დღე 4 -
პრანაიამა ლევან რამიშვილთან ერთად: -  პრანაიამა არის იოგური სუნთქვის ვარჯიშთა სისტემა, რომელიც ამშვიდებს და კურნავს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას და ზოგადად ძლიერ აჯანსაღებს ადამიანის ორგანიზმს. 

საუზმე სასტუმროში.
ექსკურსია ნეპალის ძველ დედაქალაქ პატანში (ლალიტპური). სამეფო მოედანი.
თავისუფალი დრო სადილისთვის.
ბჰაკტაპური - შუა საუკუნეების ქალაქებიდან ყველაზე ხელშეუხებელი და შემონახულია, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს.

- დღე 5 -
ადრეული საუზმე
08:00 გამგზავრება ნეპალის ნაციონალურ პარკ ჩიტვანში - (ტრანსპორტირება ტურისტული ავტობუსით) 
დაბინავება სასტუმროში. სადილი სასტუმროს რესტორანში.
გასეირნება სოფელში, სადაც გავეცნობით ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებასა და ტრადიციებს. „სატ–სანგი“ (შემეცნებითი საუბარი)
საღამოს დავესწრებით ადგილობრივ ფოლკლორულ საღამოს.
ვახშამი სასტუმროში.

- დღე 6 -
საუზმე სასტუმროში.
საფარი სპილოებით ჯუნგლებში. ჩიტვანის ფლორასა და ფაუნას გაცნობა. სპილოების სადგომი.
სადილი სასტუმროს რესტორანში.
კანოეებით გასეირნება ნიანგებიან მდინარეზე.
გასეირნება ჩიტვანის ნაციონალურ პარკში.
ვახშამი სასტუმროს რესტორანში.
სურვილისამებრ დაესწარი ლევან რამიშვილის სიცილის იოგას ან / თავისუფალი დრო

- დღე 7 -
საუზმე სასტუმროში.
9:00 – გამგზავრება პოკჰარასკენ (ტრანსპორტირება ავტობუსით)
დაბინავება სასტუმროში. 
სადილი.
ბორანითა და ნავებით გასეირნება ფევას ტბაზე. ინდუისტური მონასტერი კუნძულზე.
თავისუფალი დრო. პრანაიამას (იოგური სუნთქვა) და ჰათჰა–იოგას საბაზისო ასანების გაცნობა.

- დღე 8 -
დაესწარი სურვილისამებრ, ლევან რამიშვილი: პრანაიამა და მედიტაცია.

საუზმის შემდეგ გამგზავრება ფედიში და იქიდან ლაშქრობა მოკლე ტრეკინგი ავსტრალიურ ბანაკამდე. 30 წუთის სავალი მანქანით და 4/5 საათი ფეხით. ღამისთევა ბანაკში.

- დღე 9 -
საუზმე სასტუმროში. ლაშქრობა კანდიში და დაბრუნება პოკარაში. 2 საათი ფეხით და 45 წუთის სავალი მანქანით. თავისუფალი დრო.

- დღე 10 -
საუზმე სასტუმროში და  დაბრუნება პოკჰარადან კატმანდუში.
ტრანსფერი სასტუმრომდე, განთავსება.
თავისუფალი დრო შოპინგისთვის.
21:00 – გამოსამშვიდობებელი საღამო სასტუმროს ვერანდაზე.

- დღე 11 -
სურვილისამებრ, დაესწარი: სიცილის იოგა, პრანაიამა, მედიტაცია
საუზმე სასტუმროში და  თავისუფალი დრო.
ტრანფერი აეროპორტში და დაბრუნება თბილისში

___________________________

ტურის ღირებულება:
ერთ ადამიანზე ორადგილიან /ან სამადგილიან ნომერში განთავსებით -
ერთადგილიან ნომერში განთავსებით -
 

ღირებულებაში შედის:
✈ ავიაბილეთის ღირებულება (ორი გზა, ავიაკომპანია Air Arabia)
☼ სამოგზაურო დაზღვევა
☼ ტურში მითითებული ყველა ტრანსფერი 
☼ სასტუმროები:
კატმანდუ: 
ჩიტვანი:  
პოკარა: 
☼ ქართულენოვანი გიდის მომსახურება
☼ სამუზეუმო ბილეთები და მოსაკრებლები
☼ საუზმეები კატმანდუსა და პოკჰარაში.
☼ 3-ჯერადი კვება ჩიტვანში. 
☼ გამოსამშვიდობებელი ბანკეტი კატმანდუს სასტუმროს ვერანდაზე
☼ კანოეებით გასეირნება ჩიტვანში
☼ ბორანით გასეირნება ფევას ტბაზე
☼ ყველა შიდა გადაადგილება ავტობუსით
​_______________________
ღირებულებაში არ შედის:
☼ ვიზის მოსაკრებელი, რომელიც ფორმდება კატმანდუს აეროპორტში.
​_______________________
ტურის შეძენა შესაძლებელია განვადებით!
_______________________
ტურის მენეჯერი: 
ნათია იმესაშვილი
2 -300 -700; (შიდა ნომერი 203);
555 600-548;

_______________________
ჩვენთან მუდამ სეზონია
მის:ქუჩიშვილის N12 ვერა - 
32 2 300 700

Тур включает в себя
  • пища пища
  • Авиабилеты Авиабилеты
  • трансфер трансфер
  • Билеты в музеи Билеты в музеи
  • Услуги гида Услуги гида
  • Страхование путешествий Страхование путешествий
  • Концертные билеты Концертные билеты
  • Ручной багаж Ручной багаж
  • Проверенная сумка Проверенная сумка
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • Расположение
  • Дата тура
    Дата начала поездки
    • 01/04/19
    Возвращение
    • 11/04/19